საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორია
საქართველო, თბილისი - 13:45 | 25.11.2021 ნანახია: 761
საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორი გახდა. მხარეებს შორის 4 წლიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. საქართველოს ბანკი თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს როგორც ეროვნულ ფედერაციას, ასევე ასაკობრივ ნაკრებებს და მათ სპორტსმენების განვითარებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფს.
უფრო კონკრეტულად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოსამზადებელი/სავარჯიშო ბაზების აშენება და ინფრასტრუქტურულად გამართვა; ფედერაციის ოფიციალური ტელევიზიის შექმნა; საერთაშორისიო საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად (FIBA-ს ვერტიკალი) საკალათბურთო კლუბის შექმნა და ა.შ. გარდა ამისა, კალათბურთის რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის რეგიონალური დარბაზების განახლება და ინვენტარით აღჭურვა.
მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ბანკი, აქტიურად დაუჭერს მხარს ფედერაციის ახალ პროექტებს, მათ შორის: საგანმანათლებლო პლატფორმების შექმნას როგორც მწვრთნელებისა და მოთამაშეებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის. ფედერაციის ბენეფიციარებისთვის (დამწყები მოთამაშეები, წარმატებული სპორტსმენები, ვეტერანი კალათბურთელები, ა.შ.) კი განხორციელდება ფინანსური მხარდაჭერა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ პარტნიორობის პერიოდში, 2022 წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის თამაშები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ესპანეთის, თურქეთის, რუსეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებებთან ერთად, საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ვიწყებთ გრძელვადიან პარტნიორობას. კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ზედიზედ 5-ჯერ ასპარეზობა ადასტურებს. კალათბურთის წარმატებასა და პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვის კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია და მოიპოვა ევროპის მთავარი ღონისძიების - ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას, საჭირო რესურსებზე წვდომას, რაც გულისხმობს მოსამზადებელი და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას და სხვ. შედეგად კი, წვლილი შევიტანოთ ქვეყნის მასშტაბით კალათბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების სპორტსმენების წახალისება, რომლებიც მჯერა, არაერთ ჯილდოს მოგვიტანენ. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პარტნიორობა ბევრ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ძლიერ კომპანიებთან თანამშრომლობა და მოხარულნი ვართ, რომ ისეთი დიდი საკალათბურთო ღონისძიების წინ, როგორიც ევრობასკეტია, ჩვენი მთავარი სპონსორი გახდა საქართველოს ბანკი. ჩვენ ერთად მოვემზადებით ამ დიდი დღესასწაულისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთად უამრავ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. ჩვენი ერთობლივი გეგმები არათუ ევრობასკეტს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს მოიცავს, როგორიცაა რეგიონების გაძლიერება, კალათბურთის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეების, ფედერაციის ყველა ბენეფიციარის და სრულიად საკალათბურთო ოჯახის მხარდაჭერა. სასიხარულოა, რომ საქართველოს ბანკთან და სხვა სპონსორ კომპანიებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველზე, ამ ყველაფრის განხორციელებისთვის საჭირო რესურსები გაგვიჩნდა და შესაბამისად წინ დიდი გეგმები და არაერთი სასიამოვნო სიახლე გველოდება. მსურს მადლობა გადავუხადო პარტნიორობისთვის საქართველოს ბანკს და რა თქმა უნდა, მადლობა საქართველოს მთავრობასა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომელთა მხარდაჭერა, თანადგომა და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესია“ - განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















