თეგეტამ ზრუნვის მასშტაბური კამპანია დაიწყო
საქართველო, თბილისი - 14:43 | 01.12.2021 ნანახია: 721
მხოლოდ ზრუნვით და საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ახალი წელი ყველასათვის ჯადოსნური გავხადოთ, - თეგეტა ჰოლდინგი მასშტაბურ საახალწლო კამპანიას იწყებს.
"ზრუნვა ცვლის სამყაროს", - ასეთია თეგეტას წლევანდელი კამპანიის კონცეფცია, რომლის გარშემოც კომპანიამ არა ერთი აქტივობა დაგეგმა. ამ იდეით შეიქმნა
ვებ-პლატფორმა tegeta.care, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს აერთიანებს. საიტი დღეიდან, პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა. მსურველებს უკვე აქვთ საშუალება მათთვის სასურველი ბენეფიციარი აირჩიონ და დონაციაში თავად ჩაერთონ. პლატფორმა ამ ეტაპზე ორგანიზაციების მხოლოდ ნაწილს მოიცავს და მათი ჩამონათვალი ყოველდღიურად გაიზრდება.
მარიამ კარკალაია - თეგეტას მარკეტინგის დირექტორი: "ადამიანების უმრავლესობას აქვს სურვილი, რაიმე მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილების თანამონაწილე გახდეს. თუმცა, ხშირად, ბევრი ფიქრობს, რომ ამის მიღწევა მხოლოდ რაიმე დიადი საქმით - გმირული ქმედებითაა შესაძლებელი.
სინამდვილეში კი, თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად აქვს შანსი, ერთი მზრუნველი ქმედებით მიანიჭოს ბედნიერება, განსაზღვროს ერთი ადამიანის ცხოვრება. სწორედ ამაშია ზრუნვის უდიდესი ძალა - ზრუნვა მართლაც ცვლის სამყაროს. სწორედ ამ დაკვირვებაზე ავაგეთ წინასაახალწლო კამპანია".
ნათიკა ბერძული - თეგეტას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "ზრუნვის ძალის თეგეტაში ყოველთვის გვჯეროდა. რომ დასვათ კითხვა, რას საქმიანობს თეგეტა? ჩვენი პასუხი იქნებოდა - თეგეტა ზრუნავს. ზრუნავს, რომ მომხმარებელს ავტომობილის ფლობის გამოცდილება გაუმარტივოს. ზრუნავს, რომ ბიზნესი განვითარდეს. ზრუნავს, რომ განათლების დონე ამაღლდეს. ზუსტად ამიტომ ვეხმარებით სხვადასხვა ორგანიზაციას და ამიტომ შევქმენით პლატფორმა - Tegeta Care. გვინდა შემოგვიერთდნენ, ვისაც ამის შესაძლებლობა და სურვილი აქვს და მარტივად გააკეთონ დონაცია. ასე ერთობლივად უფრო მეტს შევძლებთ, უფრო მეტს დავეხმარებით. ამავდროულად, www.tegeta.care ერთგვარი მედიაპლატფორმაა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის" .
თეგეტას საახალწლო კამპანია ვიდეოსაც მოიცავს, რომელიც ადამიანებს ზრუნვის საჭიროებას შეახსენებს და აჩვენებს, რომ გარშემო უამრავი რამაა, რისი შეცვლაც ჩვენს ხელშია და უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















