საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს
საქართველო, თბილისი - 10:32 | 06.12.2021 ნანახია: 627
საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა სწრაფად, მარტივად, ნებისმიერი ადგილიდან, პირდაპირ მობილბანკიდანაა შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს მსოფლიოს მოწინავე კომპანიების აქციების შეძენა ღილაკზე ერთი დაჭერით, საკუთარ მობილბანკში 1 დოლარითაც კი შეუძლია. ინვესტირება წამყვან საერთაშორისო კომპანიების აქციებში ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა.
სიახლე საქართველოს ბანკის, მისი ჯგუფის შვილობილი კომპანია, “Galt & Taggart”-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-ის პარტნიორობით ინერგება.“DriveWealth”-ი ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს და მომხმარებლებს ინვესტირების მარტივ პლატფორმას სთავაზობს. კომპანიის მომხმარებლებს შორის ისეთი ორგანიზაციები არიან, როგორიცაა: Revolut, Hatch, MoneyLion და Sharesies.
„საქართველოს ბანკის ინვესტიციები“ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოებით, ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით ივაჭრონ, როგორიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმით შესაძლებელი ხდება წილადობრივი (fractional) ინვესტირება. ამასთან, საინვესტიციო ანგარიშის გახსნა ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.
„მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ საქართველოს ბანკის, “Galt & Taggart”-ისა და “DriveWealth”-ის პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი - „საქართველოს ბანკის ინვესტიციები“. „DriveWealth”-ი პიონერია აღნიშნული მიმართულებით და მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებთან (ნეობანკები, ფინტექები, ტრადიციული ბანკები და სხვ.) რათა მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე, ციფრული გამოცდილებები შესთავაზოს. მოხარულები ვართ, რომ ახალი საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით, საქართველოს ბანკის მომხმარებლები შეძლებენ შეურთდნენ მილიონობით ინვესტორს მსოფლიოში და დაიწყონ ინვესტირება აშშ-ს საფონდო ბირჟებზე, პირდაპირ მობილბანკიდან. საქართველოს ბანკის ახალი საინვესტიციო პროდუქტი სრულიად ცვლის ინვესტირების აქამდე არსებულ გამოცდილებას. ინვესტიციების მოდულის მეშვეობით, დღეს უკვე ინვესტირება იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა საქართველოში“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















