როცა ზრუნვა ასე მარტივია - Tegeta.care და "პირველი ნაბიჯი" ერთად თანადგომისთვის
საქართველო, თბილისი - 16:34 | 10.12.2021 ნანახია: 657
ერთი შეხედვით რომ არაფრად გვეჩვენება, - უბრალოდ გაღიმება, მოკითხვა, სათამაშო იქნება თუ დახმარებისათვის გადარიცხული ერთი ლარი, თურმე ფასდაუდებელი ხდება. ამის შესახებ კარგად იციან არასამთავრობო ორგანიზაციაში "პირველი ნაბიჯი", რომელიც ზუსტად ასე ბავშვების დახმარების ენთუზიაზმით და მცირე რესურსებით შეიქმნა. ყველაფერი კასპის ბავშვთა სახლში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების გადასარჩენად დაიწყო. პირველი ნაბიჯი გადადგეს და საამაყო შედეგები მიიღეს, - კასპის ბავშვთა სახლიდან, 15 მცირეწლოვანი ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა.
"ორგანიზაციის თავდაპირველი მისია გახლდათ, რომ "კასპის" მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში. ამას მივაღწიეთ, თუმცა, 10 წელი დაგვჭირდა. მიზანი კი ბავშვების გადარჩენა და მათთვის არა "არსებობის" არამედ ცხოვრების უფლების დაბრუნება იყო. გავიდა დრო. ბავშვებთან ერთად, "პირველი ნაბიჯიც" იზრდებოდა და თანდათან, თანამედროვე და ძლიერი მომსახურების მიმწოდებლად გადაიქცა", - ამბობს "პირველი ნაბიჯის" დირექტორი, თამარ ზაალიშვილი.
დონორების დახმარებით ორგანიზაცია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მომსახურების განვითარებას და უფლებების დაცვას ემსახურება. დღეს ორგანიზაცია კონსულტაციისა და თერაპიის პროგრამებს, დღის ცენტრის სერვისსა და ბინაზე მომსახურებას 900-მდე ბავშვსა და მათ მშობლებს სთავაზობს.
"ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობაა - ჩვენ ვზრუნავთ ბავშვებზე, მათ ოჯახებზე, ერთმანეთზე, დიახ ერთმანეთზეც. ერთი შეხედვით, მარტივი საქმიანობა, სინამდვილეში, საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ასეთია "პირველი ნაბიჯის" ყოველდღიურობა", - გუჩი თავხელიძე, "პირველი ნაბიჯის" მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი.
"პირველმა ნაბიჯმა" საქმიანობა 15-კაციანი გუნდით დაიწყო. დღეს კი ბავშვებს და მათ ოჯახებს 158 თანამშრომელი ემსახურება. ორგანიზაციამ 2000-ზე მეტ მცირეწლოვანს გაუწია მომსახურება 23 წლის მანძილზე, თუმცა არა მხოლოდ ბავშვები, არამედ სპეციალისტების თაობებიც გაზარდა. ბავშვების დახმარება და მათზე ზრუნვა, უფრო მეტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის მხარდაჭერა და უკვე არსებული, თუ ახალი პროგრამების განხორციელება მომავალშიც რომ უწყვეტად შეძლონ, "პირველ ნაბიჯს" დახმარება მუდმივად სჭირდება.
"ერთი ნაბიჯი ქველმოქმდებისთვის", - "პირველი ნაბიჯის" ეს სლოგანი ზუსტად დაემთხვა თეგეტა ჰოლდინგის კამპანიას, რომლის მიზანიც სწორედ ზრუნვა და ერთმანეთის მხარდაჭერაა. "იზრუნე რომ ეს წელი ყველასათვის ჯადოსნური იყოს", ამ ინიციატივას კომპანიამ ფორმა და ფუნქცია შესძინა და შექმნა პლატფორმა Tegeta Care, სადაც არა ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია გააერთიანა. ახლა ნებისმიერ მსურველს თავადაც შეუძლია სულ რამდენიმე წამში, დაბრკოლებების გარეშე მისთვის ხელმისაწვდომი თანხა სასურველ ბენეფიციარს გადაურიცხოს.
"ჩვენ სულ კეთილი კომპანიების და ადამიანების ძიებაში ვართ, რომლებთან ერთადაც შევძლებთ ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მათთვის და მათი ოჯახებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობაც. "თეგეტამ" ახალი პლატფორმის შექმნაზე რომ დაიწყო მუშაობა, დაგვიკავშირდნენ და პროექტში ჩართვა შემოგვთავაზეს. სიხარულით დავთანხმდით. ამ კამპანიის გარდა, "თეგეტა" ისედაც ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს „პირველი ნაბიჯისთვის“, მათ შორის, ზრუნავს ბავშვებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტის უფასო სერვისზე, რაც უდიდესი შეღავათია ჩვენთვის“.
"ჩვენ გაჩერების უფლება არ გვაქვს, ჩვენი მოწოდება ჩვენს დევიზშია - ნაბიჯი გამარჯვებისკენ". - გუჩი თავხელიძე, "პირველი ნაბიჯის" მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















