ჯანმო სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმების მოწოდებით გამოდის
საქართველო, თბილისი - 00:50 | 20.12.2021 ნანახია: 544
კორონავირუსის ახალი, "ომიკრონი" შტამის გავრცელების გამო მზარდი შეშფოთების ფონზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოდის მოწოდებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად, გაუქმდეს სადღესასწაულო ღონისძიებები.
"გაუქმებული სადღესასწაულო ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე", - აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.
ტედროს ადანომ ღებრეიესუსის განცხადებით, ახლა უკვე არსებობს მტკიცებულება, რომ "ომიკრონი" ვარიანტი "საგრძნობლად უფრო სწრაფად ვრცელდება", ვიდრე წინა დომინანტური შტამი, "დელტა".
"ყველა ჩვენგანი დაიღალა ამ პანდემიით. ყველას გვსურს დროის გატარება მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ყველას გვსურს ნორმალური ცხოვრების დაბრუნება, თუმცა ყველას, ლიდერებსა და ინდივიდუალურ პირებს, რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს ხალხის დასაცავად, მათ შორის სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებით ან გადადებით. სჯობს ახლა გავაუქმოთ და მოგვიანებით ვიზეიმოთ, ვიდრე ახლა ვიზეიმოთ და მოგვიანებით ვიგლოვოთ", - განაცხადა ღებრეიესუსმა.
"ომიკრონი" შტამი, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რეგიონში გამოავლინეს, ახლა უკვე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. აშშ-ში "ომიკრონი" უკვე იქცა კორონავირუსის დომინანტურ სახეობად. 18 დეკემბრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 73 პროცენტი "ომიკრონ" ვარიანტზე მოდის.
საქართველოში "ომიკრონით" ინფიცირების 2 შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















