"ლისი დეველოპმენტმა", თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით, 12 მლნ დოლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
საქართველო, თბილისი - 13:06 | 21.12.2021 ნანახია: 635
უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის დახმარებით, 12 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის პირველი ერთობლივი ემისიაა ადგილობრივ ბაზარზე. „ლისი დეველოპმენტთან“ თიბისი კაპიტალი 2018 წლიდან თანამშრომლობს და ეს ობლიგაციების რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა.
ობლიგაციების მიმართ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და განთავსება მოკლე დროში დასრულდა. ობლიგაციებში ინვესტირება რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინვესტორებმა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილი არარეზიდენტებისგან მოზიდული სრულიად ახალი სახსრებია, რაც საქართველოში შემოსული ახალი საინვესტიციო კაპიტალია.
ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტება, რაც ობლიგაციებს საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც გახდის ხელმისაწვდომს.
ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია 2018 წელს გამოშვებული ამავე ოდენობის ობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს.
,,ლისი დეველოპმენტისთვის ობლიგაციების რიგით მეორე ემისია, დიდი ნაბიჯია წარმატების გზაზე. მნიშვნელოვანია ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიცია, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებისათვის. დაფიქსირებული ობლიგაციების ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი ინვესტორების მხრიდან კომპანიის მაღალ სანდოობაზე მიუთითებს. პროცესში ნათლად გამოიკვეთა ლისი დეველოპმენტის, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის წარმატებული თანამშრომლობა, რაც შესაძლოა სხვა საშუალო თუ დიდი პროექტების განხორციელებისათვის და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის, მამოტივირებელი მაგალითი იყოს. ლისი დეველოპმენტი განაგრძობს 80/20 კონცეფციის, მაღალის სტანდარტების, მწვანე პრინციპებისა და ადამიანის ჯანსაღ ცხოვრებაზე მორგებული გარემოს შექმნას’’, - ნოდარ ადეიშვილი, ”ლისი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი.
„ჩვენი ჩართულობით განთავსებული ერთობლივი მე-2 ემისია, თიბისი კაპიტალისა და „ლისი დეველოპმენტის“ წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითი და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მოხარული ვართ, რომ კომპანიას ვეხმარებთ დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კაპიტალის ბაზრის დახმარებით. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კაპიტალი, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
„მსურს პირველ რიგში მივულოცო „ლისი დეველოპმენტს“ ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება. მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტმა საკუთარი წვლილი შეიტანა კომპანიის მიერ ხელსაყრელი დაფინანსების მოძიებაში. უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი ადგილობრივი ბაზრის არაფინანსური სექტორის ემიტენტებისთვის კაპიტალის ბაზრის მონაწილეთათვის ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომის დამატებით ბენეფიტებზე მიანიშნებს. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, - ოთარ შარიქაძე, გალტ & თაგარტის მმართველი დირექტორი.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















