საქართველოს ბიზნეს ქეისების კონკურსის 3 გამარჯვებული ცნობილია
საქართველო, თბილისი - 16:17 | 21.12.2021 ნანახია: 531
საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებული ბიზნეს ქეისების კონკურსი წარმატებით დასრულდა. კონკურსის მიზანს ჰარვარდის რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად, სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება წარმოადგენდა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი 100-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. დასკვნით ეტაპზე კი, 7 ფინალისტ გუნდს შორის 3 გამარჯვებული გმოვლინდა. პირველი ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა, “Tenerequerte“-მ დაიკავა, მეორე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა „Goal Diggers“, ხოლო მესამე ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდ „Strategists“-ს ხვდა წილად. გამარჯვებულებს 11,000, 6,000 და 3,000 ლარის მოცულობის ფულადი პრიზები გადაეცათ.
გარდა ამისა, პროექტის ორგანიზატორების რჩეულ გუნდს, „Omega”-ს, ჩართულობის და შრომის დასაფასებლად Producers’ Award გადაეცემა.
კონკურსის თითოეულ ეტაპზე გუნდებმა ჰარვარდის ბიზნეს ქეისებზე იმუშავეს და პრეზენტაციების საფუძველზე, ჟიურის მიერ შეფასდნენ. ჟიურის წევრებს შორის კი მაღალი საფეხურის მენეჯერები იყვნენ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა: Amazon, PWC, EBRD, Grant Thornton, Business & Finance Consulting, GmbH, Caucasus Road Project, Galt & Taggart, Europe Foundation, European Business Association Georgia და სხვა.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაა. მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შეგვეტანა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტუდენტური კონკურსის განხორციელებაში, რომელიც მონაწილეებს როგორც კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, ასევე რეალურ ქეისებზე დაყრდნობით პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება. გვინდა მივულოცოთ გამარჯვებულებს და ვუსურვოთ წარმატება მომავალ საქმიანობაში. ჩვენ აქ არ ვჩერდებით; TBSC Consulting-თან ერთად, წინ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, რათა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ სტიმული, არ გაჩერდნენ და გააგრძელონ განვითარება“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
„საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით განხორციელდა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















