"ზრუნვა სიცოცხლეს მიხანგრძლივებს, მზურნველ ადამიანს კი აკეთილშობილებს" - 87 წლის ჟუჟუნა ბებო,"კათარზისიდან"
საქართველო, თბილისი - 16:21 | 27.12.2021 ნანახია: 726
ჟუჟუნა ბებო წლებია კათარზისის ბენეფიციარია. როგორც თავად ამბობს, ზრუნვა მისთვის და მისი ასაკის ადამიანებისთვის, სასიცოცხლო აუცილებლობაა. ასე ფიქრობენ დანარჩენებიც, ხანდაზმულები, რომლებმაც მზურველობის ფასი ალბათ ყველაზე კარგად იციან.
"კათარზისის" შესახებ ყველას გვსმენია. სოციალური დახმარების ეს კომპლექსური ცენტრი პოსტსაბჭოთა საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ღრმა კრიზისის დროს სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს ეხმარებოდა. დღეს ცენტრი აერთიანებს უფასო სასადილოს, პირველადი სამედიცინო დახმარების კაბინეტს, ბიბლიოთეკას, უბინაოდ დარჩენილი მოხუცებულების თავშესაფარს და ამავდროულად, ხანდაზმულებს საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს.
"კათარზისი" უკვე 31 წელია საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, უწყობს ზეიმებს. თუ მოხუცების დახმარება გინდათ, დაეხმარეთ "კათარზისს".
"დღეისათვის "კათარზისი" ემსახურება 450-ზე მეტ ბენეფიციარს. ესენი არიან საპენსიო ასაკის ხანდაზმულები 60-დან 100 წლის ჩათვლით. მათთვის ჩვენთან ფუნქციონირებს: უფასო სასადილო, სილამაზის სალონი, პირველადი სამედიცინო დახმარების კაბინეტი, აფთიაქი, მეორადი ტანსაცმლით დახმარების სამსახური, ტანსაცმლის შეკეთების სამსახური, ინტერნეტ კაფე, სარეაბილიტაციო-სავარჯიშო დარბაზი, კაფე, ბიბლიოთეკა, არტ.თერაპიის ცენტრი, უბინაოდ დარჩენილ ხანდაზმულთა თავშესაფარი, სამლოცველო, კინოდარბაზი, იურიდიული სამსახური, თეატრალური დარბაზი და მასთან არსებული ხანდაზმულთა თეატრი. მარტო სასადილომ 2020 წლის მონაცემებით 3 მილიოონ 110 ათასზე მეტი მომსახურება გასწია", - ამბობს ნანა მუსხელიშვილი, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის "კათარზისის" პრეზიდენტის მოადგილე
ცენტრის მთავარი ფასეულობაა - იზრუნოს ხანდაზმულების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე, შეუნარჩუნოს მათ დამოუკიდებლობა და არჩევანის თავისუფლება. ეს ის პრინციპებია, რომლებიც "კათარზისს" ამოძრავებს. "თეგეტა ჯგუფი" ამ ღირებულებებს უსიტყვოდ იზიარებს. სწორედ ამიტომ მოხვდა "კათარზისი" თეგეტას მასშტაბურ კამპანიაში, რომელიც ზრუნვისა და მხარდაჭრისათვის დაიგეგმა. კამპანიის ფარგელებში შეიქმნა პალტფორმა tegeta.care, - ყველას, ვისაც ამ ახალ წელს მოხუცების გახარება გინდათ, თეგეტა ქეარი უმარტივეს გზას გთავაზობთ - შეარჩიეთ ვებგვერდზე სასურველი საქველმოქმედო ორგანიზაცია და მხოლოდ ოთხი ველის შევსების შემდეგ, შეძლებთ დონაციას ხანდაზმულების კეთილდღეობისთვის.
"tegeta.care-დან შემოსული თანხა დაგვეხმარება გავზარდოთ ხანდაზმულთა მომსახურების ხარისხი, სადილების მრავალფეროვნება და კალორიულობა; დავნერგოთ დამატებითი მომსახურებები. გავზარდოთ, ასევე, ბენეფიციართა რაოდენობა, რომლის მსურველები გვყავს და თავის მხრივ "კათარზისაც" შეუძლია გაწიოს უფრო მეტი მომსახურება. მეორეს მხრივ, ნებისმიერი სოციალური აქტივობა, გარდა პირდაპირი დახმარებისა, მაგალითია სხვა კომპანიებისათვის, რათა ყველამ ერთად ვაკეთოთ საერთო საქმე, რომელსაც ხანდაზმულებზე ზრუნვა ჰქვია. ჩვენც დავბერდებით!" - ნანა მუსხელიშვილი, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის "კათარზისის" პრეზიდენტის მოადგილე
ამბობენ, რომ როცა ადამიანი მოხუცდება, ის სულ უფრო ემსგავსება ბავშვს. თუ ასეა, მაშინ მოხუცებს ახალი წელიც ბავშვებივით უნდა უხაროდეთ. მათთვის დღესასწაულის მოწყობა თითოეულ ჩვენგანს — მათზე ზრუნვით შეუძლია.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















