ძლიერი ქალების ამბავი...
საქართველო, თბილისი - 15:37 | 29.12.2021 ნანახია: 573
მცირე რესურსით, თუმცა დიდი მიზნისთვის წლების წინ დაწყებული საქმე, დღეს წარმატებულ საწარმოდ იქცა და 26 ძლიერი ქალი გააერთიანა. ერთი შეხედვით ამბიციურ განაცხადს, საფუძველი თავიდანვე მკვეთრად გამოხატული ჰქონდა - შექმნილიყო სამკერვალო, რომელიც ლიდერი ქალების სამჭედლოდ იქცეოდა. ასეც მოხდა. სოციალური საწარმო „ლიდერი“ დღეს, შიდა ქართლში მცხოვრები, სოციალურად მოწყვლადი ქალების გადამზადებასა და დასაქმებაზე ზრუნავს. როგორც „ლიდერის“ დამფუძნებელი, ნინო გიორგაძე გვიყვება, პრიორიტეტი თავიდანვე ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება იყო.
„ჩვენი საწარმო ქალაქ გორში მდებარეობს. ვაწარმოებთ ბავშვის სამოსს, უნიფორმებს, ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებს. ვინც ჩვენთან მოდის, 3 თვის ვადაში ვასწავლით პროფესიას - ჭრა-კერვას, კონსტრუირებას, დიზაინს ან სოციალურ მედია მენეჯმენტს. შემდეგ პირდაპირ ვასაქმებთ ჩვენთან. სამკერვალოში მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველები, ძალადობის მსხვერპლები, დევნილები, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები, რომელთა სოციალური მდგომარება საკმაოდ მძიმეა. მოკლედ, იმ ქალებს ვაძლიერებთ, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება სჭირდებათ. ახლაც შეგვიძლია 2 მსურველი მივიღოთ, გადავამზადოთ და შემდეგ დავასაქმოთ ჩვენს საწარმოში“ - ნინო გიორგაძე, ,,ლიდერის“ დამფუძნებელი.
საწარმომ წელს ახალი სოციალური მიზანი დაისახა. ტექსტილის გადამუშავება, ნულოვან ნარჩენებამდე დაყვანა და სრულად გამოყენება, არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა საწარმოებიდანაც. შედეგად იქმნება ახალი პროდუქტი - ბალიშები, შინაური ცხოველებისთვის სათავსოები, სამოსი ან აქსესუარები.
„წელს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრად გავზარდეთ წარმადობა. ბევრი ადამიანი დავასაქმეთ, და ახალი სოციალური მიზანიც სწორედ ამიტომ დავიმატეთ, თუმცა ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი, გავიდეთ ექსპორტზე და გავაფართოვოთ ჩვენი სოციალური მისია და გეოგრაფიული არეალიც, მოვიცვათ მეზობელი მუნიციპალიტეტები დავეხმაროთ ქალებს და გავაძლიეროთ ისინი იმიტომ, რომ ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას და უფრო ძლიერ რეგიონს. გვინდა, გავაფართოვოთ წარმოება და გაზრდილი შემოსავლით ჩვენი სოციალური მიზნები გავზარდოთ“ - ნინო გიორგაძე, ,,ლიდერის“ დამფუძნებელი
მიზნების მისაღწევად მარტო ბრძოლა აღარ მოუწევთ. პატარა სოციალური საწარმო, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას დაუმეგობრდა. „ლიდერი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბურ კამპანიაში ჩაერთო, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს ერთ პლატფორმაზე www.tegetacare.ge აერთიანებს და ყველა მსურველს თანაბრად აძლევს საშუალებას საკუთარი წვლილი მწვავე პრობლემების მოგვარებაში შეიტანოს.
გარდა ამისა „თეგეტა“ „ლიდერის“ თანამშრომლების განვითარებაზეც იზრუნებს.
„ ჩვენ რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა „იზრუნეს“ კამპანიაში, რომელიც გულისხმობს ჩვენთან დასაქმებული ქალებისთვის დამატებით საკერავი მანქანების შეძენას, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი ჩვენს საწარმოში. გარდა ამისა, თეგეტამ თანამშრომელთა გადამზადებისათვის ტრენინგებიც შემოგვთავაზა. მათი გამოცდილების და ცოდნის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლებისთვის. ჩვენს საჭიროებებზე მორგებული კურსი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დეტალს გულისხმობს და ძალიან დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში განვითარებაში, წინსვლაში და მომხმარებელთან სწორ და ეფექტურ კომუნიკაციაში. სოციალური მიზანიც ასეთი დიდი კომპანიების პატარა კომპანიებთან თანამშრომლობით ძალიან ეფექტურად მიიღწევა“- ნინო გიორგაძე, ,,ლიდერის“ დამფუძნებელი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















