ერთად "ცოდნის კაფეს" ასაშენებლად
საქართველო, თბილისი - 14:19 | 30.12.2021 ნანახია: 783
წნორში, საზოგადოების უკეთესი განათლებისთვის, სოციალიზაციისთვის, ახალი ინტერესების თუ უნარების აღმოჩენისა და განვითარებისთვის აგურ-აგურ შენდება "ცოდნის კაფე". დონაციების, მეგობრებისა თუ თანამოაზრეების გვერდში დგომით წლებია ეს მულტიფუნქციური სივრცე არსებობს, თუმცა წელს განსაკუთრებული მისია იკისრა და გაფართოების მიზნით საკუთარი შენობის მშენებლობას შეუდგა.
"დაგვიკავშირდა თეგეტა, გამოგვკითხა რა წიგნები არ გვქონდა ამ ეტაპზე, რა გვაკლდა, რეგიონის მცხოვრებლებს რისი ინტერესი ჰქონდათ. ჩვენთან აქტიურად დადიან ახალგაზრდა მკითხველები და მათ სულ ვეკითხებით რა ტიპის წიგნებს კითხულობენ. ასევე გვაქვს 60+ ბიბლიოთეკა. ვიცით რა ტიპის ლიტერატურას ანიჭებენ უპირატესობას ისინი. ამის მიხედვით შევქმენით წიგნების ბაზა. ახალ "ცოდნის კაფეში" გვექნება ქართული და ინგლისურ ენოვანი დიდი ბიბლიოთეკა. შედეგად, რეგიონში მეტად განვითარების შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდებს და 60 წელს გადაცილებულ ადამიანებსაც. მათი სოციალიზაცია ვფიქრობთ, რომ სრულად მოხერხდება ჩვენს სივრცეში."
"ცოდნის კაფე" რეგიონის ერთადერთი მულტიფუნქციური სივრცეა, რომლითაც წნორის მოსახლეობა სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობს. საგანმანათლებლო ცენტრს ყოველდღიურად სტუმრობენ ბავშვები, მოზარდები, საშუალო ასაკის ადამიანები და მოხუცები. მხარდამჭერებისგან მიღებული თანხა კი სრულად ხმარდება "ცოდნის ფონდსა" და არაფორმალური განათლების დაფინანსებას.
"ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ნიშნავს გადარჩენას. ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ შემთხვევაში თეგეტამ. ვფიქრობთ, ასევე ერთობლივი ძალებით მომავალშიც შევძლებთ არა ერთი აქტივობა დავგეგმოთ რეგიონის განვითარებისთვის. იმ ქვეყნებში, სადაც ბიზნესი განათლების ხელშეწყობის პროცესშია ჩართული, უკეთესი სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება", - ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი.
თეგეტა ჯგუფის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, "ცოდნის კაფე" ზრუნვის პლატფორმაზეც განთავსდა, - ვებგვერდზე tegeta.care "ცოდნის კაფეს" მარტივად იპოვით და სურვილის შემთხვევაში შეძლებთ მის განვითარებაში საკუთარი წვლილიც შეიტანოთ. "ცოდნის კაფე" ახალი ბიბლიოთეკით, უფრო მეტი წიგნით, უფრო კომფორტული სივრცეებითა და განახლებული ძალებით შემოდგომაზე გაიხსნება. მანამდე კი ყველას, ვისაც სოციალური საწარმოს მშენებლობაში წვლილის შეტანა სურს, ზრუნვის პლატფორმა tegeta.care ყველასათვის ღიაა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















