ზრუნვის კედელი და სანტები "თეგეტადან"
საქართველო, თბილისი - 18:53 | 30.12.2021 ნანახია: 923
თეგეტა ჰოლდინგმა წელს ზრუნვის მასშტაბური კამპანია წამოიწყო, ისეთი, რომლის მსგავსიც ჯერ არ განუხორციელებია. რა არ მოიფიქრეს, ჯერ შექმნეს ონლაინ პლატფორმა "თეგეტა ქეარი", სადაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე სანდო და საქმის მკეთებელ ორგანიზაციებს მოუყარეს თავი, ამ პლატფორმაზე მოიწვიეს ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარება უნდა და შესთავაზეს მათზე ზრუნვის მარტივი და უსაფრთხო გზა. შემდეგ ზრუნვის მნიშვნელობით და ჯადოსნური ემოციებით გაჯერებული ვიდეო რგოლი შექმნეს. ამ ყველაფრის კულმინაციად კი თეგეტაში ზრუნვის კედელი აქციეს.

კამპანიაში ჩართვის სურვილი თეგეტას ძალიან ბევრმა თანამშრომელმა გამოთქვა და ასე დაიწყო საახალწლო ფუსფუსი არა ოჯახის წევრებსა ან საკუთარ თავზე ზრუნვისთვის, არამედ მათთვის, ვისაც "სანტები" არასდროს შეხვედროდნენ და ვისაც მათი ზრუნვა ყველაზე მეტად გაახარებდა.
"ზრუნვის კედლის მთავარი იდეა იყო, რომ ამ ერთიანი დიდი მიზნის მიღწევაში, რაც ბევრი მზრუნველი ქმედების და მზრუნველი ადამიანის გაერთიანებას გულისხმობს, ჩვენი თანამშრომლები, თეგეტას გუნდის წევრებიც ჩაგვერთო. სწორედ ამიტომ, ალბათ ყველა კომპანიისთვის უკვე ტრადიციული Secret Santa ჩვენ იმ ადამიანებს - მოხუცებსა და ბავშვებს მივუძღვენით, ვისაც ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდება", - ამბობს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სურვილების შეგროვება არ გასჭირვებიათ - გუნდი tegeta.care-ის კამპანიით დამეგობრებულ ორგანიზაციებს დაუკავშირდა და მათი ბენეფიციარების საახალწლო სურვილების თავმოყრაში დახმარება სთხოვა. წერილი სანტას (ანუ, ამ შემთხვევაში, თეგეტას) საერთო ჯამში 300-ზე მეტმა ბენეფიციარმა გამოუგზავნა.
"სურვილები არის მოხუცებისა და ბავშვებისგან. სულ 6 ორგანიზაციიდან, ესენია: "კათარზისი", მოხუცთა თავშესაფარი "ლაზარეთი", "სუპერგმირი", "ბერი ანდრიას ფონდი", "პირველი ნაბიჯი" და"SOS ბავშვთა სოფელი". წერილები ერთმანეთზე უფრო გულისამაჩუყებელი იყო, მათი წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო გიჩნდებოდა განცდა, ზოგჯერ რამდენად მცირედი მცდელობით არის შესაძლებელი სხვისი ახალი წელი უფრო ჯადოსნური გახადო", - გვიზიარებს ნათიკა ბერძული.

კამპანიაში ჩართვის სურვილი თეგეტას ძალიან ბევრმა თანამშრომელმა გამოთქვა და ასე დაიწყო საახალწლო ფუსფუსი არა ოჯახის წევრებსა ან საკუთარ თავზე ზრუნვისთვის, არამედ მათთვის, ვისაც "სანტები" არასდროს შეხვედროდნენ და ვისაც მათი ზრუნვა ყველაზე მეტად გაახარებდა.
"ზრუნვის კედლიდან წერილების ჩამოხსნის პროცესი ალბათ ყველაზე ჯადოსნური და გულისამაჩუყებელი სანახავი იყო. ჯერ როგორი ემოცია ჰქონდათ სანტებს მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების წერილების წაკითხვისას, შემდეგ როგორ მონდომებით ეძებდნენ, არჩევნდენ, ყიდულობდნენ, შემდეგ საგულდაგულოდ ფუთავდნენ და მოჰქონდათ ჩვენთან.
შემდეგ იყო უკვე ადრესატებისთვის საჩუქრების მიტანა და ბენეფიციარების სიხარულით გაბრწყინებული თვალები და დაუვიწყარი ემოცია", - ნათიკა ბერძული.
ვინ გადაწყვეტს, სხვა ადამიანებზე ზრუნვისას ვინ უფრო დიდ სიხარულს გრძნობს, სიკეთის მკეთებელი თუ მიმღები. ამ ემოციას ვერ გავზომავთ, ვერც ავწონით და ვერცერთი თვლადი კოეფიციენტით ვერ შევაფასებთ, ერთს კი წყალი არ გაუვა - ასეთი ზრუნვის აქტისას ორივე მხარე ბედნიერია, ორივე მოგებულია და მოგებულია საზოგადოებაც, ერთით მეტი გულში სითბო ჩაღვრილი ადამიანით დედამიწაზე.
"მთავარი მოტივაცია ზრუნვის გარშემო მაქსიმალურად ბევრი ადამიანის და პირველ რიგში თვითონ თეგეტას გუნდის წევრების გაერთიანება იყო. ზრუნვით მიღებულ ემოციას ხომ მართლაც არაფერი შეედრება. ეს აქტივობა ალბათ ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, რომ სასიკეთო ცვლილების, ან სხვისთვის ჯადოსნური ახალი წლის შესაქმნელად გმირობა სულაც არ არის საჭირო, ხშირად ერთი მზრუნველი ქმედება და მონდომებაც სრულებით საკმარისია", - ნათიკა ბერძული, თეგეტას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















