მხოლოდ ერთობით, საერთო ზრუნვით შევძლებთ უკეთეს თბილისში ცხოვრებას - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 11:40 | 11.01.2022 ნანახია: 538
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2022 წელს 24-საათიანი შრომით, თბილისი იქნება კიდევ უფრო გამწვანებული, უფრო მეტი განახლებული ქუჩითა და ინფრასტრუქტურით, უფრო ხელმისაწვდომი სერვისებით.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყველა გამოწვევა წარსულში დარჩება და განვითარების და აღმშენებლობის წელი იქნება.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას. 2022 წლის პირველ მთავრობის სხდომას ვიწყებთ სურვილით - ყველა გამოწვევა, რამაც შეგვაფერხა, ხელი შეგვიშალა, დარჩეს წარსულში და მიმდინარე წელი იყოს განვითარების, აღმშენებლობის, წარმატებების წელი ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის. რასაკვირველია, პრობლემა უამრავია და მას ერთი ხელის მოსმით ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ მერწმუნეთ, 24-საათიანი შრომით, პროფესიონალთა ძალისხმევით, თბილისი იქნება კიდევ უფრო გამწვანებული, განახლებული ქუჩებით და ინფრასტრუქტურით, უფრო ხელმისაწვდომი სერვისებით; იქნება მეტი ხელშეწყობა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების კუთხით; ყველა დაპირებას, რაც ჩემგან და ჩემი გუნდისგან მიიღეს თბილისელებმა წინასაარჩევნოდ, აუცილებლად შევასრულებთ. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის, თანამშრომლის როლი და მონდომება, რომ არსებულ პრობლემებს შესაბამისი პასუხი გაეცეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქში მცხოვრებლებს მიმართა, რომ იყვნენ თბილისში მიმდინარე ყველა პროცესის მოზიარე და გულშემატკივარი, რადგან ეს ყველაფერი კეთდება სწორედ ხალხისთვის და მომავალი თაობისთვის.
„მინდა, მივმართოთ დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ვთხოვო მხოლოდ ერთი რამ: დარჩით ამ ქალაქის გულშემატკივრად, მის მეგობრად, ყველა მიმდინარე პროცესის თანამოზიარედ. ის, რაც თბილისში კეთდება, კეთდება თქვენთვის, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ქალაქში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. მხოლოდ ერთობით, საერთო ზრუნვით შევძლებთ უკეთეს თბილისში ცხოვრებას. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, რაც მაძლევს ძალას, ჩემს გუნდთან ერთად, შევუდგე უამრავი მასშტაბური პროექტის განხორციელებას. ასე იყო 2017 წლიდან მოყოლებული. ყოველდღიურად ვგრძნობდით თქვენ თანადგომას, მხარდაჭერას, რაც კიდევ უფრო მეტ ძალას გვაძლევდა მუშაობისთვის. ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებები თბილისის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















