უმჯობესია, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც პიკს ველოდებით, ვისარგებლოთ დისტანციური კომუნიკაციით - გაბუნია
საქართველო, თბილისი - 14:03 | 25.01.2022 ნანახია: 551
ის რეგულაციები, რომელიც აქამდე მოქმედებდა რჩება ძალაში, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
მისი განმარტებით, დამატებითი რჩევაა და უმჯობესია, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც პიკია მოსალოდნელი ვისარგებლოთ მეტად დისტანციური კომუნიკაციით.
„შემთხვევების მატება უკავშირდება „ომიკრონს“, რასაც თვალს ვადევნებთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. იმავე ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, „ომიკრონის“ მიმდინარეობა ხშირ შემთხვევაში არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე არ იწვევს, რასაც ვაკვირდებით ბოლო 5 დღის განმავლობაში, როდესაც დრამატული მატება კლინიკურ სექტორში არ გვაქვს. მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯანდაცვის სექტორი რეგულაციების გამკაცრებას და ახალი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს, არის დამატებითი და გაუსაძლისი ზეწოლა, რასაც დღეს, ამ მდგომარეობით არ ვაკვირდებით. იმავე გამოცდილება გამოიარა აფრიკის ქვეყნებმა და ბრიტანეთმა, ეს ყველაფერი მართვადია, მთავარია პირველადი ჯანდაცვის დონეზე შემთხვევების აქტიური მართვა, პაციენტების უდიდესი ნაწილი უნდა დარჩეს ბინაზე, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს და სისტემა არის მზად.
ის რეგულაციები, რომელიც აქამდე მოქმედებდა რჩება ძალაში, დამატებითი რჩევაა და უმჯობესია, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც პიკს ველოდებით, ვისარგებლოთ მეტად დისტანციური კომუნიკაციით - იქნება ეს კონფერენცია, ტრენინგი თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. თუკი ეს შესაძლებელი არ არის, კარგად ვენტილირებული გარემო იძლევა საშუალებას, რომ ეს ღონისძიებები ჩატარდეს უსაფრთხოდ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















