კატებზე ზრუნვის ზამთარი - თეგეტას და Animal Project-ის ახალი საინფორმაციო კამპანია
საქართველო, თბილისი - 12:57 | 14.02.2022 ნანახია: 567
„თეგეტა ჯგუფმა“ 2022 წელი ზრუნვის წლად გამოაცხადა და ამ მასშტაბურ წამოწყებაში ყველა, ვისაც სიკეთის კეთების სურვილი აქვს, ირგვლივ შემოიკრიბა. კამპანია რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ცხოველთა უფლებების დაცვას და მათ დახმარებას ისახავს მიზნად. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ზამთარი მიუსაფარი ცხოველებისთვის ყველაზე საშიში სეზონია - ახლა, როცა გარეთ ასე ცივა, თეგეტა ავტომფლობელებს დაუცველი ცხოველების მოფრთხილებისკენ მოუწოდებს და მარტივი რჩევების გათვალისწინებით, მათი დაცვისკენ უბიძგებს.
„კატებზე ზრუნვის ზამთრის“ იდეა კომპანიას სწორედ სეზონმა უკარნახა. ზამთარში კატები ავტომობილის გახურებულ ძრავსა და საბურავებში ცდილობენ მოკალათებას - ასე გაურბიან სუსხსა და სიცივეს. ავტომობილის მძღოლების უმეტესობამ კი შესაძლოა უნებლიეთ ცხოველები დააზიანოს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, თეგეტამ “Animal Project”-თან ერთად ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია „კატებზე ზრუნვის ზამთარი“ წამოიწყო.
"ჩვენი და Animal Project-ის თანამშრომლობა თეგეტას ზრუნვის კამპანიის გაგრძელებაა. იმისთვის, რომ ჯანსაღ, განვითარებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. საზოგადოებისთვის აქტუალური თემების მხარდაჭერა თეგეტას მსგავსი, დიდი კომპანიების პასუხისმგებლობა გვგონია, სწორედ ამიტომ ჩვენი და Animal Project-ის თანამშრომლობა რამდენიმე პროექტს მოიაზრებს. ერთი მხრივ, ეს არის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ამ ეტაპზე ზამთრისთვის ყველაზე აქტუალური და ჩვენს საქმიანობასთან ახლოს მყოფი — მანქანებში შეფარებული მიუსაფარი კატების გადარჩენა და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მცხოვრები კატების სტერილიზაციას და მათთვის სახლების, ზრუნვის წერტილების მოწყობას გულისხმობს.
საინფორმაციო კამპანია სოციალური ქსელის გარდა ჩვენს ფილიალებსაც მოიცავს, სადაც მომხმარებელს ზამთრის თანმდევი რისკის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას და ფლაერის სახით ვატანთ რჩევებს, როგორ შეუძლიათ იზრუნონ მიუსაფარი კატების უსაფრთხოებაზე ” - ამბობს ნათიკა ბერძული, “თეგეტა ჰოლდინგის” სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

მიუსაფარი ცხოველების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. დეტალურად არც ის ვიცით, რამდენი კატა ეწირება გაუფრთხილებლობას, თუმცა არაოფიციალური ცნობით, საქართველოში ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში მანქანას შეფარებული ასამდე კატა იღუპება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ფისოების გადასარჩენად თეგეტამ და "Animal Project"- მა რამდენიმე მარტივი რჩევა შეიმუშავეს, რომლის შესასრულებლად ერთ წუთზე ნაკლები დაგჭირდებათ.
• მანქანის დაძვრამდე საბურავები და წინა ხუფი შეამოწმეთ და დარწმუნდით, ავტომობილში კატა ხომ არ იმალება;
• ძრავის ამუშავებიდან დაძვრამდე 10-მდე დათვლაც საკმარისია, რომ ავტომობილში დამალულმა კატამ გამოსვლა მოასწროს;
• მართვისას თუ მანქანიდან კატის კნავილი ისმის, საჭიროა ძრავის გამორთვა და ავტომობილის შემოწმება, რადგანაც შესაძლოა კატა ვერ ახერხებს ძრავიდან გამოსვლას.
Animal Project-ისა და თეგეტას ცხოველებზე ზრუნვის კიდევ ერთი ერთობლივი პროექტი ფისოების სტერილიზაციაა. პროცესი დედაქალაქს გასცდა, მოიცვა ქუთაისი, გორი, რუისი და ბოლნისი სადაც 100 კატის სტერილიზაცია მოხდა.
„კატები და ძაღლები საუკუნეების მანძილზე ადამიანის კომპანიონი ცხოველები არიან. მათი ბუნებრივი საცხოვრებელი პირობები არ არის ურბანული ქუჩა, მაგისტრალები, თუ დაუსახლებელი ტერიტორიები. ყველა ძაღლი და კატა უნდა ცხოვრობდეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთან ერთად. საქართველოში არსად აღირიცხება და არავისგან კონტროლდება კომპანიონი ცხოველების (ძაღლების და კატების) პოპულაცია, შესაბამისად მრავლდება იმაზე მეტი კატა, ვიდრე არსებობენ ადამიანები, ვისაც მათი აყვანა სურს. ასეთი კატები ხვდებიან ქუჩაში და უწევთ უმძიმეს პირობებში არსებობა. სტერილიზაცია-კასტრაცია საერთაშორისო პრაქტიკაა, რომლის საშუალებითაც ყველა განვითარებული ქვეყანა აკონტროლებს კომპანიონი ცხოველების პოპულაციას’’ - ამბობს ნათია ჩიქოვანი, Animal Project-ის თანადამფუძნებელი.
ცხოველებზე ზრუნვისთვის დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, მიუსაფარი ფისოებისათვის სახლების დადგმაც იგეგმება. თბილისის სხვადასხვა უბანში კატებს მალე ახალი თავშესაფარი ექნებათ. პირველ ეტაპზე სულ 10 სახლი განთავსდება.
"Animal Project"-ი ცხოველების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში მათი კეთილდღეობისთვის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ. თეგეტასთან მათი მეგობრობაც რამდენიმე თვეა დაიწყო. კომპანია ზრუნვის პლატფორმაზე, tegeta.care, ადვილად იძებნება და დახმარების მსურველებისთვის მთელი წელი ხელმისაწვდომია.
პოლიტიკა
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება - ევროკომისიის პრესსპიკერი
- ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს, არაფრის მოლოდინი არ მაქვს - ირაკლი კობახიძე
- საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია - კობახიძე
- ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - „ოპოზიციური ალიანსი“
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
- Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















