დაგვეხმარეთ რუსი ჯარისკაცების ცხედრების გატანაში, რომელთა სიცოცხლეც თქვენი პრეზიდენტის იდეის საფასური გახდა - მიტროპოლიტი ეპიფანე რუსეთის პატრიარქს
საქართველო, თბილისი - 20:37 | 27.02.2022 ნანახია: 614
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი ეპიფანე რუსეთის პატრიარქს კირილს მიმართვს და სთხოვს უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრები გაიტანონ.
მიტროპოლიტი წერს, რომ უკვე მეოთხე დღეა გრძელდება რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მილიონობით ადამიანი იტანჯება, იღუპებიან ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები.
„სამწუხაროდ, თქვენი წინა საჯარო განცხადებებიდან ნათელია, რომ პუტინისა და რუსეთის მთავრობის კეთილგანწყობა თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინაში ადამიანებზე ზრუნვა, რომელთა ნაწილსაც ომამდე თქვენ თავის მწყემსად მიაჩნდით... მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ საკუთარ თავში იპოვით სულიერ ძალას და თქვენი მოქალაქეების მიმართ მაინც, რომელთა უმეტესობაც მართლმადიდებელი ქრისტიანია, თქვენი სამწყსოა, გამოიჩენთ ადამიანობასა და მზრუნველობას“, - წერს მიტროპოლიტი.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დაღუპულია სამი ათასზე მეტი რუსი სამხედრო, რომელთა ცხედრები უკრაინაშია და წერს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უკვე მიმართა წითელ ჯვარს და ცხედრების გატანა სთხოვა, მაგრამ რუსეთის მხრიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
„ამიტომ მოგმართავთ, როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს - თქვენი სამწყსოს მიმართ მაინც გამოიჩინეთ გულმოწყალება. თუ არ შეგიძლიათ ხმა აიმაღლოთ აგრესიის წინააღმდეგ, დაგვეხმარეთ მაინც რუსი ჯარისკაცების ცხედრების გატანაში, რომელთა სიცოცხლეც გახდა თქვენი და თქვენი პრეზიდენტის „რუსული მსოფლიოს“ იდეის საფასური“, - წერს მიტროპოლიტი ეპიფანე.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















