იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას - სენატორი რიში

საქართველო, თბილისი - 23:22 | 01.03.2022
ნანახია: 566

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრის ჯიმ რიშის განცხადებით, შეშინებული და იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას.

"14 წლის წინ, როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიო ჩვენს მეგობრებთან ერთად იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შეშინებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ, ის გამბედაობა იპოვონ, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს", - წერს ჯიმ რიში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე