არ მოვიცვალოთ აქედან ფეხი და დავრჩეთ აქ. 8 საათზე კანცელარიასთან გადავალთ, ღარიბაშვილი სამსახურში ვერ შევა - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 23:39 | 01.03.2022
ნანახია: 534

არ მოვიცვალოთ აქედან ფეხი და დავრჩეთ აქ, - თქვა დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ გამართული აქციაზე.

“მე გთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, არ მოვიცვალოთ აქედან ფეხი და დავრჩეთ აქ. ჩვენ მოვაწყობთ ყველანაირ ლოჯისტიკას, რომ იყოს თბილი. მე ასევე მივმართავ პატარა და დიდ ბიზნესს, მოგვამარაგეთ ჩაით, საბნებით, ჩვენ ამას ვუზრუნველყოფთ და დილით 8 საათზე გადავალთ კანცელარიასთან და ირაკლი ღარიბაშვილი სამსახურში ვერ შევა. ვერ შევა და მოუწევს წასვლა. ჩვენ არ ვაპირებთ არავის მიმართ ძალადობას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დიახ, ღამეც უნდა გავათენოთ და იქაც არ უნდა შევუშვათ, იმიტომ, რომ ჩვენ თუ ახლა წავალთ და სოციალურ მედიაში გავაგრძელებთ წერას, ვინ რა არ გააკეთა და ვინ რა დააკლო, ისევ დავრჩებით ირაკლი ღარიბაშვილის ხელში”, - თქვა ხოშტარიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე