მე ვარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს. პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით - პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს

საქართველო, თბილისი - 21:51 | 04.03.2022
ნანახია: 364

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

"მე ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს - პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ და ვიქნებით. მინდა, რომ აქედან პრეზიდენტ ზელენსკის გადავცე ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენს საქართველოს ღირსება. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა". - თქვა პრეზიდენტმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე