მშობლებო, გადაკეტეთ გზები, არ გამოუშვათ თქვენი შვილები, გააკეთეთ ყველაფერი, რომ რუსეთის ჯარი უკან გაბრუნდეს - უკრაინაში დატყვევებული რუსი სამხედროები
საქართველო, თბილისი - 22:13 | 05.03.2022 ნანახია: 702
უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროები რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ გააკეთონ ყველაფერი ომის დასასრულებლად.
„რუსებო, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ეს ომი დამთავრდეს. ის არ სჭირდება არც უკრაინას, არც რუსეთს. ეს ომი სჭირდება მხოლოდ პუტინს“, - განაცხადა ტყვე ანდრეი ჩუვატარევსკიმ სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინაში“ პრესკონფერენციაზე. ის საკონტრაქტო სამსახურს მოსკოვის ოლქში გადიოდა.
მან ასევე თანამოქალაქეებს მოუწოდა გამოვიდნენ მიტინგებზე, გადაკეტონ ფედერალური დანიშნულების მაგისტრალები და რუსეთის ტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცენ. „შეეცადეთ თქვენი ხმა გააგებინოთ პრეზიდენტს, მოაშორეთ სამხედროები ტექნიკას, რათა არ დაბომბონ მშვიდობიანი მოსახლეობა. თუ თქვენ ქუჩებში გამოხვალთ, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ჯარების გამოხმობის შესახებ და ომი არ იქნება“, - ამბობს რუსი ტყვე.
შეკითხვაზე აცნობიერებს თუ არა რუსეთის ხელისუფლების მოტივებს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, ჩუვატარევსკიმ უპასუხა, რომ არა.
„მე არ ვიცი რა მიზნებისთვის. როგორც ჩანს მას უნდა უბრალოდ ტერიტორიები და მიწები. ჩვენ ეს არ გვინდა“, - აღნიშნა მან და განაცხადა, რომ რუსეთის არმიაში სამსახური არავის უნდა.
„არმიაში სამსახური არავის უნდა. წვრთნებზე წასვლის სურვილიც არ გვქონდა ცივილიზაციისაგან შორს... ჩვენ გვძულს ჩვენი ხელმძღვანელობა, რომელმაც აქ გამოგვგზავნა. ვხვდებით, რომ აქ არავის ვუნდივართ, თავი გვიკრეს აქ მთავრობის ზრახვების შესასრულებლად“, - თქვა ტყვემ.
მან ასევე მიმართა დარბაზში მყოფ უცხოელ ჟურნალისტებს, გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია იმისთვის, რომ მათი ქვეყნების პრეზიდენტმა ზეწოლა მოახდინონ პუტინზე ომის შეწყვეტის მიზნით. „ჩვენ ამის იმედი გვაქვს“, - თქვა ჩუვატარევსკიმ.
კიდევ ერთი ტყვის, ჯარისკაც მიხაილ კულიკოვის თქმით, რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ ძალისხმევა, რათა უკრაინაში აღარ ზარალდებოდნენ რუსი და უკრაინელი შვილები.
„რუსო ხალხო, აღსდექით, აქ თქვენი შვილები არიან. აქ უკრაინელი ხალხის შვილები იტანჯებიან. ნურავისი გეშინიათ. უკრაინელ ხალხს არავისი ეშინია. ისინი თავიანთ მიწას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დაიცავენ. მეც მყავს სახლში ორი პატარა შვილი, რომლებსაც არ ვიცი შევხვდები თუ არა. მშობლებო, გადაკეტეთ გზები, არ გამოუშვათ თქვენი შვილები, გააკეთეთ ყველაფერი, რომ რუსეთის ჯარი უკან გაბრუნდეს“, - თქვა კულიკოვმა.
ამასთან, ტყვემ დმიტრი გაგარინმა რუსეთში თავის ოჯახსა და ახლობლებს მიმართა, არ მოუსმინონ რუსულ პროპაგანდას.
„მინდა, რომ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა გაიგოს, აქ, უკრაინაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც რუსეთის ტელევიზიები ლაპარაკობენ. აქ არ არიან ბანდერელები, არ არიან ნაცისტები. აქ ჩვეულებრივი მშვიდობიანი ადამიანები არიან, რომლებიც გაერთიანდნენ ერთი ადამიანის - პუტინის წინააღმდეგ. ადამიანის, რომელსაც უნდა ყველაფრის დამპყრობელი იყოს. მინდა, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენი მედიასაშუალებები ყვებიან და ხალხს აზომბებენ“, - თქვა რუსმა ტყვემ.
„ადამიანებო, გამორთეთ ტელევიზორები, ნუ მოუსმენთ პუტინს, დაითანხმეთ ოჯახის წევრები, ახლობლები, აქ ჩამოვიდნენ. ერთადერთი დამნაშავეები აქ არიან ისინი, ვინც რუსეთიდან ჩამოვიდა, როგორც პუტინი ამბობს უკრაინელების „დამცველები“. მინდა, რომ რუსეთში ჩვენმა ახლობლებმა აუხსნან ეს სხვებს. აქ იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები, ვეტერანები, რომლებმაც რუსეთთან ერთად ეს მიწები ფაშისტური გერმანიისგან დაიხსნეს“, - თქვა გაგარინმა.
პრეს-კონფერენციაზე იმყოფებოდა ათი სამხედრო, რომლებიც ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარდნენ. თითოეულმა მათგანმა აღნიშნა, რომ კარგად ექცევიან და თავიანთ ახლობლებთან დარეკვის საშუალება მისცეს.
ტყვეების ნაწილმა განაცხადა, რომ აღარ სურთ რუსეთში დაბრუნება და ახლა თავიანთი ოჯახების გამო შიშობენ.
ამასთან, მათი თქმით, სამხედრო მოსამსახურეებმა სერჟანტების დონეზე, იცოდნენ, რომ მხოლოდ სამხედრო წვრთნებზე მიდოდნენ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















