ნოდარ ხადური უალკოჰოლო სასმელების ელეტრონული მარკირებით საბიუჯეტო შემოსავლების ზრდასთან ერთად, დანაკარგების პრობლემის მოგვარებასაც ელოდება
საქართველო, თბილისი - 13:24 | 29.09.2015 ნანახია: 2270
1-ელი ნოემბრიდან უალკოჰოლო სასმელების წარმოება მარკირების ელექტრონულ წესს დაემორჩილება. თუმცა ვიდრე ახალი წესი ძალაში შევა, ფინანსთა სამინისტრო იმ კომპანიების დათვალიერებას ახდენს, სადაც სამომავლოდ არალკოჰოლური სასმელების მარკირება მოხდება. ამ მიზნით ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს, ნატახტარში, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოში, სს “ქართული ლუდის კომპანიაში“ იმყოფებოდა.
ნოდარ ხადური კომპანიის ბრენდული ლუდებისა და ლიმონათების ჩამოსხმის პროცესს ადგილზე გაეცნო. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები გახდა.
როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ მწარმოებელ კომპანიათა თხოვნა გაითვალისწინა და სეზონურობასთან დაკავშირებით მარკირების დაწყების თარიღი 1 ნოემბრამდე გადაავადა.
როგორც ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა განმარტა, ფინანსთა სამინისტროს მიზანია, ბრძანების ამოქმედებამდე, ყველა დაინტერესებული მხარე კიდევ ერთხელ გაეცნოს მთავრობის არგუმენტებსა და წინადადებებს, ასევე საწარმოები მაქსიმალურად მზად შეხვდნენ აღნიშნულ პროცესს.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მთავრობის ამოცანაა: აღნიშნულ სფეროში მოწესრიგდეს აღრიცხვა, ბიზნეს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და მარკირების გამო არ გაძვირდეს პროდუქცია.
უკვე ცნობილია, რომ მარკირებისათვის საჭირო თანხებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსებს. რაც ნიშნავს, რომ უალკოჰოლო სასმელების წარმოების ხარჯები რჩება იგივე, ამასთანავე, ეს თანხა არ დააკლდება არც ქვეყნის ცენტრალურ ბიუჯეტს, რადგან თანხას შემოსავლების სამსახური გაიღებს საკუთარი შემოსავლებიდან. ამასთან, მარკირების სისტემის დანერგვით, ბიზნესთან მიმართებაში შემცირდება საგადასახადო შემოწმებების ოდენობა, ვინაიდან ფისკალურ სამსახურებს ონლაინ რეჟიმში ეცოდინებათ ინფორმაცია და რისკები ამ სფეროში იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, ასევე მოწესრიგდება ე.წ. დანაკარგების თემა. მნიშნელოვანია, რომ ელექტრონულ მარკირებას არ დაექვემდებარება საექსპორტო საქონელი. აღნიშნული სფეროდან მიღებული შემოსავლები მოხმარდება როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული სხვა მიმართულებების დაფინანსებას.
“დღეს მქონდა შესაძლებლობა დარგში არსებული ერთ-ერთი საუკეთესო საწარმო დამეთვალიერებინა. როგორც იცით, 1-ელი ნოემბრიდან შემოდის სავალდებულო მარკირება და გავეცანი საწარმოში არსებულ ვითარებას. საწარმო არის მზად. არავითარი ტექნიკური პრობლემა არ იქნება. პრაქტიკულად ერთ ღილაკზე დაჭერა სჭირდება იმას, რომ საწარმომ მუშაობა დაიწყოს. მარკირების ღირებულებას გადაიხდის შემოსავლების სამსახური და ეს არ დააწვება არც კომპანიას და არც მომხმარებელს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ერთობლივად მივაღწიოთ სამ მიზანს: პირველი ეს არის, რომ დარგში აღრიცხვიანობა მოვაწესრიგოთ და სრულად აღრიცხული იყოს პროდუქცია; მეორე არის ის, რომ პროდუქცია არ გაძვირდეს და მესამე არ იყოს ტექნიკური ბარიერები წარმოებისათვის. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით სამივე ამოცანა, სამივე მიზანს ერთობლივად მივაღწიეთ. 1-ელი ნოემბრიდან, როდესაც არაალკოჰოლური სასმელების მარკირების წესი ამოქმედდება ყველა ბოთლი, გარდა საექსპორტო პროდუქციისა იქნება მარკირებული და თითოეული ბოთლიდან მიღებული შემოსავალი ჩადგება ხალხის სამსახურში“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, იმ საწარმოებში სადაც ელექტრონული მარკირების აპარატი ამ დრომდე არ დგას, 1-ელ ნოემბრამდე აუცილებლად დამონტაჟდება.
„სხვა კომპანიებს რაც შეეხება, ის კომპანიები, რომლებიც ასხამენ ალკოჰოლურ სასმელებს, მათ შორის ლუდს დიდიხანია აქვთ ასეთი აპარატურა. კომპანიას, რომელთანაც ხელშეკრულება 2012 წელსაა დადებული, საწარმოებში ანალოგიური აპარატურა უკვე შეტანილი აქვთ. არის საწარმოები, რომლებშიც ეს აპარატურა ახლა შევა. მინდა გითხრათ, რომ არანაირი ტექნიკური პრობლემა არც ერთ საწარმოს არ შეექმნება, იმდენად მარტივია ამ აპარატურის დამონტაჟება“- აღნიშნა მინისტრმა.
ნოდარ ხადური არაალკოჰოლური სასმელების წარმოებისას მარკირების წესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდასაც ელოდება.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წესის ამოქმედების შემდეგ გამოსწორდება და გაიზრდება შემოსავლები ბიუჯეტში. თუმცა ჩვენ იმავდროულად გვჯერა ჩვენი მეწარმეების, რომ აღრიცხვიანობა მოწესრიგებული აქვთ, თუმცა ელექტრონულ დათვლას სულ სხვა ელფერი აქვს“- აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ გარდა საშემოსავლო ეფექტისა, მარკირების ელექტრონული წესის ამოქმედებას საწარმოო დანაკარგების პრობლემის მოგვარების მხრივაც, დიდი დატვირთვა ენიჭება.
„აღნიშნული აპარატურის დამონტაჟებისა და ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მთლიანად იხსნება დანაკარგების თემა. ისევე, როგორც სხვა პრობლემები, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს გადამხდელისათვის, მომხმარებლისათვის, თუმც საბოლოო ჯამში პრობლემას უქმნის საწარმოს. დამატებითი შემოწმებაა საჭირო, დამატებით მოსვლაა საჭირო. მე ვიცი, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები პრობლემებს არავის არ უქ მნიან, მაგრამ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის საწარმოში ყოფნა მაინც პრობლემას ქმნის. ამიტომ ცხადია, რომ უნდა გადავიდეთ და გამოვიყენოთ ტექნოლოგიური მიღწევები, რომელიც საშუალებას მოგვცემს დისტანციურად გავაკონტროლოთ პროცესები და საწარმომ იმუშაოს და ასევე ის ნათელი იყოს ბიუჯეტის წინაშე.
მინდა გითხრათ, რომ საწარმოები ხშირად გვთხოვენ, რომ იქ ჩვენმა თანამშრომელმა თითქმის ყოველდღიურად იარიოს, რათა აღირიცხოს დანაკარგები“,- აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
სს “ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორის ვასილ სულხანიშვილის განცხადებით, ქარხანა ტექნიკურად მზადაა, სავალდებულო ელექტრონულ მარკირებას დაექვემდებაროს საწარმოს მიერ გამოშვებული უალკოჰოლო სასმელები.
„მარკირების თემას რაც შეესება, ჩვენი საწარმო 2012 წელს გაიხსნა და პირველივე დღიდან საწარმოში მარკირების აპარატურა გვიდგას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიონერების ვართ ამ საკითხში. მუშაობის 3 თვე იყო სატესტო, ხოლო შემდეგ ჩვეულებრივად გაეშვა. მარკირების მხრივ რაიმე ტექნიკური პრობლემა, ჩვენ არ გვქონია. პრობლემა ჩვენი ფინანსთა სამინისტროსთან მხოლოდ გადასახადის საკითხი იყო. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ამ მიმართულებით საჭირო გადასახადს ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის, შესაბამისად პრობლემები აღარ არის. მომსახურებას გაგვიწევს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაქირავებული კომპანია, ხოლო მომსახურების საფასურს გადაიხდის შემოსავლების სამსახური. ჩვენთვის ტექნიკურად სხვა პრობლემა არ არსებობს,“ - აღნიშნა ვასილ სულხანიშვილმა.
ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ უწყება მზადაა მსგავსი ტიპის შეხვედრები გაგრძელდეს უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებთან, რათა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობით მოხდეს აღნიშნულ სფეროში მეტი გამჭირვალობის უზრუნველყოფა. ფინანსთა სამინისტროს პოზიციაა, მუდმივად გაგრძელდეს მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს ბიზნესინტერესები და არ შეიქმნას სირთულეები სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობისას.
პოლიტიკა
- რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე, მუქარები ადასტურებს ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძის პანიკას, ჩამოშლილია რეჟიმი, გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ - ლევან ხაბეიშვილი
- ანიტა და მისი რაზმი მანიპულაციის იმედად არის დარჩენილი - ირაკლი ქადაგიშვილი
- "ქართული ოცნებიდან" გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი რადიკალიზმს ასაზრდოებს, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, სახელმწიფო შეუვალი იქნება - დავით მათიკაშვილი
- რუსული რეჟიმი გონებას კარგავს და ისტერიული დაკავებების ახალ ეტაპს იწყებს, თავისუფლების ხმებზე მათი პასუხი კიდევ უფრო მეტი რეპრესიაა - სალომე ზურაბიშვილი
საზოგადოება
- 9 სექტემბერიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც
- 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
- ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე - რეზო კიკნაძე
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა - ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელიც 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
- პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
- სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაადო
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
მსოფლიო
- საფრანგეთი მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ძალადობის სპირალი უნდა დასრულდეს, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას - ემანუელ მაკრონი
- თურქეთის ქალაქ იზმირში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა
- ალყაში მოვაქციეთ ის სოფლები, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ - ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმის ადგილზე მივიდა
- გადაეცით თბილი მოკითხვა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, ვიდრე თქვენ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ - დონალდ ტრამპი სი ძინპინს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- World EV Day - ,,თეგეტა მოტორსი” ელექტრომობილების მსოფლიო დღეს უერთდება
- 80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს Tegeta.care შედეგებს აჯამებს
- "თეგეტა მოტორსი" King of Drift-ის 2 ეკიპაჟის მხარდამჭერია
- Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება