ევროკავშირის ელჩებმა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადების განხილვა დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 19:35 | 07.03.2022
ნანახია: 429

ევროკავშირის ელჩებმა დაიწყეს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების განხილვა. ამის შესახებ ბრიუსელში "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება.

იოზვიაკის თქმით, მოსალოდნელია, რომ ელჩები სთხოვენ ევროკომისიას, განიხილოს ქვეყნების მოთხოვნები და შეაფასოს ისინი.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უახლოეს დღეებში განიხილება.

28 თებერვალს, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა. ამავე დღეს, განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
"ევროკავშირის ელჩები ახლა განიხილავენ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებს. სავარაუდოდ, ეს დასრულდება იმით, რომ ელჩები ევროკომისიას სთხოვენ სამეულის შეფასებას", - განაცხადა იოზვიაკმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე