სალომე ზურაბიშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტში 14 მარტს წარსდგება

საქართველო, თბილისი - 10:18 | 08.03.2022
ნანახია: 337

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური ანგარიშით 14 მარტს მიმართავს. აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

გუშინ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ამ საკითხზე კონსულტაცია გაიმართა.

პრეზიდენტის წლიურ გამოსვლასთან დაკავშირებით ხვალ ბიუროს სხდომა გაიმართება და 14 მარტს სხდომა იქნება მოწვეული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე