"არსებობს რადიაციის გაჟონვის საფრთხე" - კულება ჩერნობილთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს
საქართველო, თბილისი - 17:08 | 09.03.2022 ნანახია: 531
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა რუსეთს მოსთხოვოს ცეცხლის შეწყვეტა და სპეციალურ სარემონტო ჯგუფებს შესაძლებლობა მისცეს აღადგინონ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება.
ამის შესახებ მინისტრი Twitter-ზე წერს.
„დაზიანებულია ერთადერთი ელექტროქსელი, რომელიც კვებავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და ყველა მის ბირთვულ ობიექტს, რომლებიც რუსეთის არმიას აქვს დაკავებული. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო ჯგუფებს შესაძლებლობა მისცეს აღადგინონ ელეტქრომომარაგება“, - წერს კულება.
ის აღნიშნავს, რომ სარეზერვო დიზელ-გენერატორები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 48-საათიან მუშაობაზეა გათვლილი. ამის შემდეგ ბირთვული საწვავის გადამუშავებული გაგრილების სისტემის საცავი ჩერდება, რაც რადიაციის გაჟონვას გარდაუვალს ხდის.
„პუტინის ბარბაროსული ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. მან ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს!“ - წერს კულება.
რუსი ოკუპანტების საომარი მოქმედებების შედეგად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
საბრძოლო მოქმედბები გრძელდება, რაც შეუძლებელს ხდის სარემონტო სამუშაოებსა და ელექტრომომარაგების აღდგენას. ქალაქი სლავუტიჩი დენის გარეშეა დარჩენილი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, კავშირი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებთან, საიდანაც სააგენტო მონაცემებს დისტანციურად იღებდა, შეწყვეტილია.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















