რუსეთი სახეს არ იცვლის და იმავე მეთოდებით ებრძვის უკრაინას, როგორც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა 14 წლის წინ - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველო, თბილისი - 13:35 | 11.03.2022
ნანახია: 418

სამწუხაროდ, რუსეთი თავის სახეს არ იცვლის და 14 წლის შემდეგაც იმავე მეთოდებით ებრძვის ახლა უკვე უკრაინის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, როგორც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა 14 წლის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან კომიტეტის სახელით, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.

"ვგმობთ რუსეთის აგრესიას და მათ მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშად დარღვევას. ვგმობთ ასევე მარიონეტული რეჟიმებისა და მარიონეტული რესპუბლიკების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარებას. ეს არის ერთგვარად ქართული სცენარის განმეორება, რომელიც ჩვენ ჩვენს თავზე გამოვცადეთ 2008 წელს, თუმცა სამწუხაროდ რუსეთი თავის სახეს არ იცვლის და 14 წლის შემდეგაც იმავე მეთოდებით ებრძვის ახლა უკვე უკრაინის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, როგორც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა 14 წლის წინ. ამიტომ, მინდა თქვენი სახელით, არა მარტო ჩემი, არამედ კომიტეტის სახელით, გამოვუცხადო სოლიდარობა ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს, უკრაინის სახელმწიფოს მის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე