დღეს, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება

საქართველო, თბილისი - 10:33 | 14.03.2022
ნანახია: 314

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით დღეს მიმართავს.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი მოხსენებისას აუცილებლად ისაუბრებს გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, ასევე ნაბიჯებზე, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გადადგას.

„დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს გამოსვლაში ის მესიჯები ექნება და იმ საკითხებს დასვამს, რაც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პრეზიდენტის რანგში ეს სალომე ზურაბიშვილის მეოთხე წლიური ანგარიში იქნება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე