მოვუწოდებ მთავრობას, ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:19 | 14.03.2022
ნანახია: 295

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლიას ხელისუფლებასა და ოპოზიციას უკრაინისა და ევროკავშირში გაწვეერიანების საკითხზე ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი.

ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებული იქნას ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება: ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში“, - თქვა პრეზიდენტმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე