კრემლში პანიკაა, რუსეთს ჩაეშალა უკრაინის ოკუპაციის გეგმა, ელიტა ომის დასრულებას ითხოვს - Bellingcat
საქართველო, თბილისი - 00:09 | 15.03.2022 ნანახია: 1322
გამოცემა Bellingcat-ის გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი „ნავალნი Live“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთს ჩაეშალა უკრაინის ოკუპაციის გეგმა. ახლა კრემლში პანიკაა, რადგან გეგმა „ბ“ არ არსებობს. ელიტა ღიად ამბობს, რომ რუსეთის კურსი თვითმკვლელობაა და ომი უნდა დასრულდეს, სპეცსამსახურებში კი რეპრესიებია დაწყებული.
გროზევი აღნიშნავს, რომ ომთან დაკავშირებული მისი წინა პროგნოზები გამართლდა. რუსეთს ჩაეშალა გეგმა „ა“, რომელიც ითვალისწინებდა საომარი მოქმედებების დასრულებას 10 დღეში, ახალი გეგმა კი არ აქვს. ამას მოწმობს ჯარის მეორე ეშელონის არარსებობა, რომელიც შეავსებდა დანაკარგს და ომის გაგრძელებას იმავე ტემპებით შეძლებდა, ასევე რუსეთს პრობლემა აქვს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი სამხედროების საკვებით, წყლითა და საწვავით მომარაგების მხრივ.
რუს სამხედროებს უკან დახევა სურთ, მაგრამ მათ ერთი მხრივ ხელს უშლიან კადიროვის რაზმები, რომლებსაც ნაბრძანები აქვთ დეზერტირებისთვის სროლა და მეორე მხრივ უკრაინული ძალები, რომლებიც მზად არინ ზურგში შეტევისთვის.
„სწრაფი გამოსავალი არ არსებობს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ რა ხდება კრემლის ელიტის შიგნით, სპეცსამსხურებში, რომლებიც მიხვდნენ, რომ გეგმა „ა“ ჩაიშალა. არის მოლოდინის რეჟიმი. ყოველდღიური ცვლილებები, რომლებიც მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი სტრატეგია არ არსებობს“, - ამბობს ჟურნალისტი.
კრემლის წყარომ გროზევს დაუდასტურა, რომ დაპატიმრებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე-5 განყოფილების ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი ბესედინი, რომელიც პასუხისმგებელი იყო საგარეო დაზვერვაზე. რეპრესიები დაწყებულია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში.
გროზევის პროგნოზით, პუტინს აქვს ორი ვარიანტი: შეხვდეს ზელენსკის და მოელაპარაკოს გაცილებით მეტ კომრპომისულ პირობებზე, ვიდრე თავიდან ჰქონდა გამოცხადებული ან დაარტყას მოსახლეობას არაკონვენციური იარაღით, რათა აიძულოს კიევი წავიდეს კომპრომისზე და თავის ქვეყანას {პუტინმა რუსეთს} აჩვენოს რეზულტატი {ომის}.
გროზევი პირველი ვარიანტისკენ იხრება და ერდოღანისგან და ზელენსკისგან წამოსულ გზავნილებს იშველიებს.
„ერდოღანისგან და ზელენსკისგან წამოსული ბოლო გზავნილები მაინიშნებს იმაზე , რომ პუტინი, სავარაუდოდ კარგად ხედავს, რომ სიტუაცია ჩიხშია“, - ამბობს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ თუ კრემლში მართლაც ასეთი ვითარებაა, პუტინის ინტერესშია ომის სწრაფად დასრულება.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















