ადამიანები მოგლეჯილი კიდურებიდან სისხლისგან იცლებიან, დაღუპულებს ადგილზევე მარხავენ - მარიუპოლელი ქალი, რომელმაც ქალაქიდან გაღწევა მოახერხა
საქართველო, თბილისი - 11:33 | 17.03.2022 ნანახია: 706
მარიუპოლი შიშის, სიკვდილისა და საშინელებათა ქალაქია. ამის შესახებ Facebook-ზე წერს მარიუპოლელი კრისტინა ჯოლოსი, რომელმაც რუსი ტერორისტების მიერ ბლოკირებული ქალაქიდან გაღწევა მოახერხა.
ჯოლოსი წერს, რომ მარიუპოლში არ უშვებენ ჰუმანიტარულ ტვირთს. მოქალაქეებს მარიუპოლის დატოვება ცეცხლის ქვეშ უწევთ, ერთიანდებიან კოლონებად და ავტომობილებს აკრავენ წარწერას - „ბავშვები“.
„ქალაქში არ არის კავშირი, წყალი, გაზი, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ადამიანები ეზოებში მოგლეჯილი კიდურებიდან სისხლისგან იცლებიან და ვერავინ ეხმარება. ისინი მშვიდობიანი ადამიანები არიან, ჩვენი და თქვენი ნაცნობები, ნათესავები. დაღუპულებს ადგილზევე მარხავენ, მერე კი ოჯახის წევრები ვეღარ პოულობენ. ეს ხშირად ხდება - წყლის ძებნის დროს, რიგებში ან ცეცხლზე წვნიანის მომზადებისას“, - წერს ქალი.
მისი თქმით, ქალაქის მოსახლეობა აგროვებს თოვლს, ადნობს ცეცხლზე და ასე ამზადებს მაკარონს.
„ჩემი ოჯახი გიმნაზიის თავშესაფარში იმყოფებოდა, სამი დღის წინ იქ ჭურვი ჩავარდა, ჩაისმხვრა ფანჯრები, ერთი ქალი ბარძაყში დაიჭრა ნამსხვრევებისგან, მთელი ღამე იწვა გიმნაზიის პირველ სართულზე და საწამლავს ითხოვდა, რომ ტკივილი არ ეგრძნო. საავადმყოფოში ვერავინ წაიყვანდა,“- წერს კრისტინა.
ის ამბობს, რომ ქალაქში დარნენ დედამისი, სამი ძმა, დედამთილი და მამათილი. კრისტინა წერს, რომ მარიუპოლში თითქმის აღარ არის თავშესაფრები და ქალაქიდან ხალხის დაიყოვნებლივ გამოყვანაა საჭირო.
„ხალხი უნდა გამოვიყვანოთ, ქალები, ბავშვები. მოხუცები. გაგზავნეთ ავტობუსები, შეთანხმდით მწვანე დერეფნებზე!! ვლოცულობ ახლობლებისთვის, ყოველი მარიუპოლელისთვის და უკრაინელი ჯარისკაცებისთვის. მტერი ჩვენთან მოვიდა და არჩევანი არ დაგვიტოვა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული არაფერია. ეს უნდა დამთავრდეს!!!!!!“, - წერს კრისტინა.
მისი თქმით, მაღაზიები და აფთიქები გაძარცვულია, ადამიანებს წყალი და საკვები არ აქვთ. დაღუპულების ცხედრები არ გააქვთ და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ფანჯრები გააღონ და აივანზე გაიტანონ- შემდეგ კი სამლოცველოებში.
„არ ვიცი შემდეგ რა იქნება, ვლოცულობ, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს უკრაინის არც ერთ ქალაქსა და მსოფლიოში, არც ერთ ოჯახში. გოგონა, რომელმაც ბავშვი გააჩინა საავადმყოფოში, რომელსაც ბომბი დაეცა, ორსული, რომელიც იმავე საავადმყოფოში გარდაიცვალა, ისე, რომ ვერც მოასწრო სიცოცხლის ჩუქება {ბავშვისთვის}, დედები, რომლებიც შიშისგან კანკალებენ და შვილებს იფარავენ... მოხუცი, რომელსაც გადარჩენის შანსი აღარ დარჩენია, დაჭრილი მშვიდობიანი ადამიანები, რომლებიც ქუჩის ბრძოლების შედეგად იღუპებიან“, - წერს კრისტინა.
შეგახსენებთ, გუშინ, 16 მარტს რუსეთის არმიამ მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა დაბომბა, სადაც 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















