სალომე ზურაბიშვილს ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:58 | 17.03.2022
ნანახია: 365

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის სასამართლო სხდომის დარბაზიდან მიმართა:

"მე მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. მე მასამართლებენ იმაზე, თუ რატომ გადმოვკვეთე საზღვარი. მას ედავებიან, რატომ გადაკვეთა საზღვარი. თუ კიდე ერთი - ორი ასეთი წაცდა, მე რამდენადაც ვიცი ირანული ჭაღები იყიდა სასახლისთვის, ერთი მუხლი ეგ აქვს მირტყმული 11 წლამდე და მეორე მუხლი აქვს, რომ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა და ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ. ვასწავლი როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესი ექსპრეზიდენტის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე