ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის.. ბატონო კანცლერო, დაანგრიეთ ეს კედელი. ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ ეკონომიკაზე - ზელენსკიმ ბუნდესტაგს მიმართა
საქართველო, თბილისი - 14:49 | 17.03.2022 ნანახია: 491
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ბუნდესტაგს მიმართა და გერმანელ პოლიტიკოსებსა და დეპუტატებს მოუწოდა, რომ უკრაინელებსა და ევროკავშირს შორის აღმართული წარმოსახვითი კედელი გერმანიის მთავრობამ ჩამოანგრიოს.
„ძვირფასო გერმანელებო, თქვენ შეგიძლიათ დახმარება, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი რამ არ ყოფილა ევროპაში. ესაა ახალი მსოფლიო ომის გარიჟრაჟი. ჩვენ გთხოვდით, რომ შეგეშვით ნატო-ში, მაგრამ გვითხარით, რომ ჯერ გადაწყვეტილება მაგიდაზე არ დევს. გააჭიანურეთ უკრაინის მიღება ევროკავშირში. ეს არის პოლიტიკა, მესმის, მაგრამ ახლა ომია და ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ ეკონომიკაზე, ნუ აღმართავთ ამ კედლებს ჩვენს შორის. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც ევროპაში ომის ხანა დააბრუნა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იმ გერმანულ კომპანიებსა და პოლიტიკოსებს, რომლებმაც, მისი თქმით, მორალური ვალდებულება რუსულ ფულზე მაღლა დააყენეს.
„ყველასთვის ცნობილი, მეორე მსოფლიო ომის დროს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენებიდან 80 წლის თავზე, როცა პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ მსოფლიომ ეს აღარ უნდა დაუშვას, ვხედავთ საზარელ სურათს უკრაინაში, ვხედავთ, როგორ ანადგურებს ერთი ერი მეორე ერს. რატომ გაფართოვდა თავის დროზე ნატო აღმოსავლეთით?! იმისთვის, რომ დაეცვათ ევროპის და მსოფლიოს უსაფრთხოება რუსული აგრესიისგან, მაგრამ ახლა ჩვენ ინტერვენციის მსხვერპლი ვართ. მადლობა გერმანიის ყველა მოქალაქეს, ვინც ლოცულობს უკრაინელებისთვის. მადლობა გერმანულ კომპანიებს, რომელთაც მორალური ფასეულობები ფულზე მაღლა დააყენეს. მადლობა მათ, ვისაც ესმის, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. ერთმა დიდმა ადამიანმა თქვა ბერლინში, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და ახლა მე. ეს არ არის ბერლინის კედელი, ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის და ეს კედელი იზრდება თითოეული ბომბით. მოგმართავთ, ბატონო კანცლერო, პატივცემულო ბატონო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი და თქვენი შთამომავლები იამაყებენ ამით. შეაჩერეთ ომი. მხარი დაუჭირეთ თავისუფლებას, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, შეაჩერეთ ეს ომი. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუნდესტაგში.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















