უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა - ეკა ხერხეულიძე

საქართველო, თბილისი - 21:12 | 17.03.2022
ნანახია: 426

უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს დეპუტატი ეკა ხერხეულიძე წრეს.

"უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა. ეს ის გიორგი ლორთქიფანიძეა,საქართველოს ხელისუფლება პასუხისგებისთვის რომ ეძებს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამომგზავრების ბრალით", - წერს ხერხეულიძე.

გიორგი ლორთქიფანიძის საქართველოს პროურატურა ედავება მიხეილ სააკაშვილის დახმარებას, საქართველოში შემოსვლაში. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 25-344-ე მუხლებით არის აღძრული. პროკურატურის თანახმად, "გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა და დაგეგმა - თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა"


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე