მოვუწოდებთ საქართველოდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:34 | 18.03.2022
ნანახია: 408

ქართველ ხალხს და მათ შორის საქართველოს ოპოზიციას არ სურს ომი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ითხოვს საერთაშორისო სამართლის განუხრელ დაცვას.

"მოვუწოდებთ 1999 წლის სტამბოლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ.

ჩვენ ველით, რომ იგივე მოთხოვნას არაორაზროვნად დააყენებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც. ამის შემდეგ, დღეს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიან რეინტეგრაციას დავიწყებთ", აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე