ლატვიამ "იანდექს ტაქსი" აკრძალა

საქართველო, თბილისი - 22:41 | 21.03.2022
ნანახია: 574

ლატვიის საავტომობილი ტრანსპორტის დირექტორტმა გააუქმა "იანდექს ტაქსის" სერვისის რეგისტრაცია ლატვიაში და დაბლოკავს Yandex Go-ს მობილური აპლიკაციას.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება კომპანიის რუსეთში განთავსებულ სერვერებს, სადაც მომხმარებელთა მონაცემები იგზავნება, რაც ძირს უთხრის ლატვიის ეროვნულ უსაფრთხოებას.

"აუდიტის შედეგების საფუძველზე, მივედით დასკვნამდე, რომ მძღოლების, მანქანების, მომხმარებლების, გადახდების, საბანკო ანგარიშების მონაცემები შემდგომი დამუშავებისა და შენახვის მიზნით იგზავნება რუსეთში არსებულ სერვერებზე", - ნათქვამია დირექტორატის განცხადებაში.

დირექტორატის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ მონაცემების გადაცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან ნატოს წევრები, სერიოზული დარღვევაა.

მისივე თქმით, ეს საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას და შესაძლებელს ხდის ლატვიის მოქალაქეთა მონაცემებთამ წვდომას ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის გამოყენებით.

გადაწყვეტილება ძალაში 23 მარტიდან შევა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე