ახლა მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც მსგავსი ტრიუკები ჩაუტარონ - სააკაშვილი პუტინთან კომუნიკაციაზე

საქართველო, თბილისი - 15:20 | 22.03.2022
ნანახია: 344

2008 წელს, 9 აგვისტოს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს, გაეროში ჩვენს ელჩთან, ირაკლი ალასანიასთან მივიდა რუსეთის ელჩი ჩურკინი და უთხრა, რომ პუტინი სასაუბროდ მზად იყო და გადმოეცა ჩემთვის, რომ დამერეკა, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ირაკლი ალასანიამ ეგრევე შეატყობინა.

"მე ეგრევე შევუკვეთე ჩვენს კომუნიკატორს კრემლში დარეკვა. გვითხრეს, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი დაკავებულია და 1-2 საათში გადმორეკავდა. მის ზარს დღემდე ველოდები.

იყო მეორე ეპიზოდიც - რუსების წინადადება მივიღეთ ჰუმანიტარულ პაუზაზე, რათა დაღუპულები და დაჭრილები გაგვეცვალა. მათ ეს გამოიყენეს ძალების მათთვის ბევრად უფრო მომგებიანი გაშლისა და გადაჯგუფებისთვის.

ამას იმიტომ ვყვები, რომ ახლა მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც მსგავსი ტრიუკები ჩაუტარონ", განმარტავს საკაშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე