აშშ ადასტურებს, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს
საქართველო, თბილისი - 22:49 | 23.03.2022 ნანახია: 587
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ აშშ მივიდა დასკვნამდე, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე ომის დანაშაულები ჩაიდინეს.
"რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაპროვოცირებული და უსამართლო ომის დაწყების შემდეგ, გააჩაღა ულმობელი ძალადობა, რამაც გამოიწვია სიკვდილი და ნგრევა მთელ უკრაინაში. ჩვენ გავეცანით არაერთ სანდო წყაროს განურჩეველი თავდასხმების შესახებ, რომლებიც მიზანში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას.
რუსეთის ძალებმა გაანადგურეს საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სამოქალაქო ავტომობილები, სავაჭრო ცენტრები და სასწრაფო დახმარების მანქანები, რის შედეგადაც ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა.
ბევრი ადგილი, სადაც რუსეთის ძალებმა იერიშები მიიტანეს, აშკარად იდენტიფიცირებული იყო, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ გამოყენებული. ეს მოიცავს მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოს, როგორც ეს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა პირდაპირ აღნიშნა 11 მარტის ანგარიშში. იგი ასევე მოიცავს იერიშებს რომელიც მიტანილ იქნა მარიუპოლის თეატრზე, ნათლად მონიშნული სიტყვა „дети“ - (ბავშვები) - უზარმაზარი ასოებით, რომელიც ციდან ჩანს. პუტინის ძალებმა იგივე ტაქტიკა გამოიყენეს გროზნოში, ჩეჩნეთში და ალეპოში, სირიაში, სადაც მათ გააძლიერეს ქალაქების დაბომბვა ხალხის ერთიანობისა და ნების გასატეხად. მათმა ქმედებებმა უკრაინაში კიდევ ერთხელ ჩააგდო მსოფლიო შოკში, და, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად დაადასტურა, „სისხლითა და ცრემლებით დაბანა უკრაინელი ხალხი“.
ყოველდღე, როდესაც რუსეთის ძალები აგრძელებენ სასტიკ თავდასხმებს, დაღუპული და დაჭრილი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, იზრდება. 22 მარტის მდგომარეობით, ალყაში მოქცეული მარიუპოლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ ამ ქალაქში 2400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
გასულ კვირას მე გამოვეხმაურე პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას, რომელიც ეხებოდა ნგრევისა და ტანჯვის ამსახველ უთვალავ მასალასა და სურათებს, რომლებიც ჩვენ ყველამ ვნახეთ და რომელიც მოწმობს ომის დანაშაულებს, ჩადენილს პუტინის ძალების მიერ უკრაინაში. მაშინ აღვნიშნე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული დამიზნება ომის დანაშაულია. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის მთავრობის სხვა ექსპერტები ახდენენ ცნობებისა და ფაქტების დოკუმენტირებას და აფასებდნენ უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულებებს.
დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ამჟამად არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობა ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები უკრაინაში.
ჩვენი შეფასება ეფუძნება საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან. ნებისმიერი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში, სასამართლო, რომელსაც აქვს იურისდიქცია ამ ტიპის დანაშაულებზე, საბოლოო ჯამში პასუხისმგებელია კონკრეტულ შემთხვევებში სისხლის სამართლის დანაშაულის განსაზღვრაზე.
აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს ომის დანაშაულების შესახებ ანგარიშების მონიტორინფს და საჭიროების შემთხვევაში გაუზიარებს ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას მოკავშირეებს, პარტნიორებს და საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს. ჩვენ მზად ვართ მივყვეთ ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვას ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნის ჩათვლით", - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















