კრემლში პანიკაა რუსულ ენერგომატარებლებზე ევროკავშირის უარის გამო - ოლაფ შოლცი
საქართველო, თბილისი - 20:30 | 25.03.2022 ნანახია: 852
გერმანიის კანცერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში პანიკაა რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე ევროკავშირისა და სხვა დასავლელი მოკავშირეების უარის გამო. ინფორმაციას უკრაინული მედია Politico-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შოლცმა ევროკავშირის ლიდერებთან დახურულ შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპას შესაძლოა, ხუთი წელი დასჭირდეს, რათა რუსეთის ენერგომატარებლებისაგნ სრულად დამოუკიდებელი გახდეს.
მანამდე, ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიის ენერგეტიკული კომპანიები ელვისებური სისწრაფით უარს ამბობენ ნავთობისა და ქვანახშირის მიმწოდებელ რუსულ კომპანიებთან კონტრაქტებზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გერმანია რუსული ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტზე 2022 წლის ბოლომდე უნდა გათავისუფლდეს.
თუმცა, ჰაბეკის თქმით, გაზის იმპორტის შეწყვეტის შემთხვევაში ამ პროცესს გაცილებით ხანგრძლივი დრო დასჭირდება, სულ მცირე 2024 წლის შუა პერიოდამდე მაინც.
მისი განცხადებით, რუსეთის მოთხოვნა მის მიერ „არამეგობრულად“ გამოცხადებული ქვეყნების მიმართ, გაზის საფასური რუბლში გადაიხადონ, კონტრაქტის პირობებს ეწინააღმდეგება.
ამასთან, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რომლის მიზანია ევროკავშირის რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირება.
ახალი შეთანხმების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
შეთანხმების თანახმად, აშშ ევროკავშირს წლის ბოლომდე მიაწვდის სულ მცირე 15 მილიარდი კუბური მეტრ საწვავს. შეთანხმების მიზანია, მომავალში ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, დაახლოებით 50 მილიარდ კუბულ მეტრამდე.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















