ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია, ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო - ყაველაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:21 | 29.03.2022
ნანახია: 425

ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში, ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო, შეიძლება ასეთი რეალობა არსებობდეს? იმიტომ, რომ ასეთი ნაძირლების პარტია ბრძანდებით, - თქვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციის მისამართით.

"ამ ომის და ბოროტების პარტიას მივმართავ- არ გამოგივათ, ახალგაზრდებსაც მივმართავ, თუ ვინმე არის და მეც მეგულება ზოგიერთი სამშობლოს სიყვარულით განმსჭავლული ამ პარტიაში, სანამ დრო არის, რჩევას გაძლევთ, აღარ ვიგინები ,კარგად დაფიქრდით, არ მინდა ამ პროექტის ნაწილებად დარჩეთ, სანამ დროა გაემიჯნეთ და გადით ამ პარტიიდან.
პირდაპირ გეუბნებით, რომ ნაციონალური მოძრაობა დამთავრებულია, გამორიცხულია ოდესმე მოვიდეს ხელისუფლებაში", - თქვა ყაველაშვილმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე