ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიჩუმით რაიმეს მივაღწევთ, სასარგებლო იდიოტი ან მიზანმიმართული მოღალატეა - პაატა მანჯგალაძე
საქართველო, თბილისი - 13:38 | 01.04.2022 ნანახია: 541
თუ ვინმე ფიქრობს, რომ სიჩუმით რამეს მივაღწევთ, სასარგებლო იდიოტია, ან საკუთარი ქვეყნის მიზანმიმართული მოღალატე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში "რეფერენდუმის" ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სამხედრო გზით ტერიტორიების დაბრუნება უნდა გამოირიცხოს, მაგრამ თუ დადგება მომენტი, რომ რუსეთი არ კმაყოფილდება უკვე მიტაცებული ტერიტორიით, საქართველომ თავდაცვაზე უნდა იფიქროს.
„კუდის ქიცინისა და ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკას კარგი არაფერი მოაქვს, რადგან რუსეთს დაუცველი ერების ჩაგვრა ახასიათებს. მზად ვართ, ხელისუფლებას ყველა სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით გვედით დავუდგეთ. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ცხინვალის საკითხი. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შედარებით ადეკვატურ განცხადებებს გენერალი ჩაჩიბაია აკეთებს, რომლისგანაც უნდა მოვისმინოთ, რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, ტერიტორიების დაბრუნება სამხედრო გზით უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ თუ დადგება მომენტი, რომ რუსეთი არ კმაყოფილდება უკვე მიტაცებული ტერიტორიით, საქართველომ თავდაცვაზე უნდა იფიქროს.
აშშ-მ მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და სამი სახელმწიფოს – რუსეთის, ნიკარაგუისა და ეგზოტიკური სახელმწიფოების გარდა, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ყველა მხარს უჭერს. ახლა ქართულმა ხელისუფლებამ საერთაშორისო აზრის მობილიზება უნდა შეძლოს, რადგან სიჩუმე არ არის გამოსავალი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სიჩუმით რამეს მივაღწევთ, სასარგებლო იდიოტია, ან საკუთარი ქვეყნის მიზანმიმართული მოღალატე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ "რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია".
ამასთან, ე.წ. პრეზიდენტის პარლამენტის "სპიკერმა" ალან თადტაევმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის" რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე "რეფერენდუმი" გაიმართება.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















