ვართ მყისიერი ოკუპაციის საფრთხის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ძალიან გაბედული ნაბიჯები გადავდგით უკრაინის მხარდასაჭერად - ზალკალიანი

საქართველო, თბილისი - 19:00 | 01.04.2022
ნანახია: 386

ვართ მყისიერი ოკუპაციის საფრთხის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ძალიან გაბედული ნაბიჯები გადავდგით უკრაინის მხარდასაჭერად - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ზალკალიანის თქმით, საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც რუსული აგრესიის პირობებში ცხოვრობს, ბევრ სხვა ქვეყანაზე მეტად უჭერს მხარს უკრაინას.

"უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯებია ქვეყნისთვის, რომელიც, სხვა, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებით, უნიკალურ, განსხვავებულ სიტუაციაშია. ჩვენ არც უსაფრთხოების რაიმე გარანტიები გვაქვს და არც ნატოს მე-5 მუხლი გვიცავს. პირიქით, ვართ მყისიერი ოკუპაციის საფრთხის ქვეშ, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ - სულ რამდენიმე კილომეტრში განლაგებულ რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან ერთად ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან გაბედული ნაბიჯები გადავდგით უკრაინის მხარდასაჭერად", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე