მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას. ომის დანაშაულებში ჩართულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ - საგარეო

საქართველო, თბილისი - 21:50 | 03.04.2022
ნანახია: 444

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილ მასობრივ მკვლელობას ეხმიანება.

საგარეო უწყება მკაცრად გმობს ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და ომის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩას ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. განადგურებულები ვართ საშინელი სისასტიკის ამსახველი სცენებით. ამ ომის დანაშაულებში ჩართულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ! ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - ნათქვამია "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე