ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით რას წარმოადგენს ბუჩა - დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 01:08 | 04.04.2022
ნანახია: 436

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბუჩას ხოცვა-ჟლეტას ტვიტერზე ეხმიანება და მას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უწოდებს.

„ძნელია წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ აქ არის. ჩვენ მასში ვცხოვრობთ. ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით რას წარმოადგენს ბუჩა - დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობას, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება. მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული“, - წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე