თეგეტა უკრაინელ მექანიკოსებს დაასაქმებს
საქართველო, თბილისი - 17:53 | 04.04.2022 ნანახია: 557
• "თეგეტა ჰოლდინგმა" ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მარტის დასაწყისში 100 000 ლარი გამოყო.
"თეგეტა ჰოლდინგი" უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დასაქმებას სთავაზობს. ჰოლდინგის გადაწყვეტილებით, უკრაინიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე, ვისაც ავტომექანიკოსობის გამოცდილება აქვს, რეგიონის ლიდერ კომპანიაში შეძლებს მუშაობის დაწყებას.
ვახტანგ კაჭარავა, "თეგეტა ჰოლდინგის" აღმასრულებელი დირექტორი: "თეგეტა ჰოლდინგის" თითოეულ ბიზნესმიმართულებას ჰყავს ბიზნესპარტნიორები უკრაინაში. რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მათთან ინტენსიურ კავშირზე ვართ და ვცდილობთ, ამ რთულ სიტუაციაში თანადგომა გავუწიოთ. კარგად გვესმის, შექმნილი ვითარების სიმძიმე. საომარი მოქმედებების პარალელურად, მოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის დატოვება უწევთ. ამჯერად გვსურს, შესაძლებლობების ფარგლებში, მათ მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და ხელი შევუწყოთ დასაქმებაში. გვინდა, ხმა მივაწვდინოთ მაქსიმალურად მეტ ომით დაზარალებულს, ვისაც საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს, რომ ჩვენი კომპანიის კარი მათთვის ღიაა".
"თეგეტა ჰოლდინგის" საქმიანობა, სხვა ბიზნესმიმართულებებთან ერთად, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, სამგზავრო, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებასა და შეკეთებას მოიცავს. შესაბამისად, "თეგეტა მოტორსს" აქვს შესაძლებლობა, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ მექანიკოსებს დასაქმება ნებისმიერი განხრით შესთავაზოს. სურვილის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გაგზავნონ მისამართზე: Vacancy@tegetamotors.ge და სათაურის ველში მიუთითონ: tegetaforukraine.
"თეგეტა" თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელების სოლიდარობისთვის სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. კომპანიამ ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო. ასევე, ჰოლდინგის CSR პლატფორმაზე, tegeta.care შეიქმნა ახალი სექცია - იზრუნე თავისუფლებაზე. ფონდში შემოსული თანხა უკრაინის ეროვნული ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე გადაირიცხება.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით "თეგეტას" 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. "თეგეტა" ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: "Porsche", "Volvo", "Toyota","Mazda".
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: "MAN", "JCB","HINO" და სხვები. "თეგეტა" მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.
"თეგეტა ჰოლდინგი", 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















