ლიეტუვამ რუსეთის ელჩი გააძევა
საქართველო, თბილისი - 18:09 | 04.04.2022 ნანახია: 576
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონის შემცირება გადაწყვიტა და რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება უბრძანა.
ლიეტუვის ხელისუფლება ასევე ხურავს საკონსულოს კლაიპედაში. ინფორმაცია ლიეტუვის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
„ლიეტუვა სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომელიც განიცდის რუსეთის მხრიდან უპრცენდენტო აგრესიას და ამცირებს რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონეს“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
მინისტრმა აღნიშა, რომ ლიეტუვა სასტიკად გმობს სიმხეცეს, რომელიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ბუჩასა და უკრაინის სხა ქალქებში სასტიკ ხოცვა-ჟლეტას, რომელი აუცილებლად შევა ევროპის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების სიაში.
„სხვა ქალაქების გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ასევე შესაძლოა, ვნახოთ საზარელი სამხედრო დანაშაულების მეტი მაგალითი. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ყველა ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ არ იქნება დავიწყებული“, - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, როგორც იუწყებიან, ლიეტუვამ კონსულტაციებისთვის რუსეთიდან გამოიწვია ელჩი ეიტვიდას ბაიარუნასი.
ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში
შეგახსენებთ, კიევის ოლქის ქალაქების გათავისუფლების შემდეგ უკრაინელ სამხედროებს უმძიმესი ვითარება დახვდათ. ქალაქების ქუჩებში მიმოფანტული იყო რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.
რუსი სამხედროები წამებით ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუპატიურებდნენ ქალებს. ქალაქ ბუჩის მერის განხადებით, უკვე დაკრძალეს 300-მდე ცხედარი, თუმცა ქალაქში უამრავი ცხედარი რჩება. უმძიმესი კადრები სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომლებიც გათავისუფლებულ დასახლებებში იმყოფებოდნენ.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, მათ აქვთ მტკიცებულებები რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა.
ბუჩაში რუსეთის მიერ დატრიალებული სისასტიკე მკაცრად დაგმეს დასავლეთის ლიდერებმა.
უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, ოკუპანტებისაგან გათავისუფლებული კიევის ოლქის დასახლებებში, რუსი სამხედროების მიერ დახოცილი 410 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ზოგიერთ მათგანს ზურგსუკან ხელები აქვს შეკრული და თავში აქვთ ნასროლი. ცხედრებზე ჩანს წამების კვალი. ასევე ნაპოვნის სარდაფებში დახოცილი ადამიანები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო რუსი სამხედროების მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა.
აგრესორი ქვეყნის თავდაცვის უწყების მტკიცებით, ფოტო-ვიდეო კადრები, სადაც ნაჩვენებია მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები არის "კიევის რეჟიმის მორიგი პროვოკაცია" და "კიდევ ერთი პროდუქტი დასავლური მედიისთვის".
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















