The New York Times: სატელიტური გამოსახულებების შესწავლით დადგინდა, რომ ბუჩაში ცხედრები მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო
საქართველო, თბილისი - 10:33 | 05.04.2022 ნანახია: 555
The New York Times-ის მიერ სატელიტური გამოსახულებების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალქეების ცხედრები მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო. გამოცემის მიერ შესწავლილი მასალები არ ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების მტკიცებებს, რომ თითქოს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები ბუჩაში მას შემდეგ მოხდა, რაც ქალაქი რუსმა სამხდროებმა დატოვეს.
როდესაც ბუჩიდან უმძიმესი კადრები გავრცელდა, რომელზეც ჩანს მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები, შეკრული ხელებითა და თავში ნასროლი ჭრილობებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მასთან კავშირი უარყო და ფოტო-ვიდეო კადრებს"კიევის რეჟიმის მორიგი პროვოკაცია" და "დასავლური მედიისთვის კიდევ ერთი პროდუქტი ", რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი მას „ინსცენირება“ და „ფეიკთავდასხმა“ უწოდა.
The New York Times-ის პუბლიკაციის თანახმად, მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა სამი კვირის წინ არის მოკლული, როდესაც ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც 2 აპრილს არის გადაღებული ჩანს უამრავი ცხედარი იაბლონსკის ქუჩაზე. სატელიტური გამოსახულებები, რომლებიც The Times-ს კომპანია Maxar Technologies-მა წარუდგინა, ადასტურებს, რომ სულ მცირე 11 ცხედარი 11 მარტიდან უკვე იყო, იმ დროს, როდესაც ქალაქში რუსი დამპყრობლები იმყოფებოდნენ.
გამოცემის თანახმად, ცხედრები ბუჩას ქუჩებში ჩანს 11 მარტს გადაღებულ სატელიტურ გამოსახულებებზე. მოკლულების სხეულები იმავე პოზაშია, როგორც სამი კვირის შემდეგ უკრაინელი სამახედროების მიერ მათი აღმოჩენის დროს.
ერთ-ერთ ვიდეოზე, იაბლონსკის ქუჩაზე ჩანს ცხედარი მიტოვებული ავტომობილის გვერდით, სატელიტურ ფოტოების მიხედვით, ავტომობილი და მის გვერდით ცხედარი 20-21 მარტის პერიოდში გამოჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აღმოჩენილია 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, თუმცა მსხვერპლთა რეალური რაოდენობა, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, მსხვერპლთა ნაწილს სასტიკი წამების კვალი აღენიშნება, ზოგიერთ მოკლულ ადამიანს ხელები აქვს შეკრული. ცხედრები აღმოჩენილია სარდაფებშიც, რომლებსაც ასევე ხელები აქვთ შეკრული და ტყვია თავში აქვთ ნასროლი.
ბუჩაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილ ხოცვა-ჟლეტაზე დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















