"პატრიოტთა ალიანსის" მეთაურები რუსეთში შეხვედრებს მართავენ

საქართველო, თბილისი - 18:30 | 06.04.2022
ნანახია: 509

პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში შეხვედრებს მართავენ.

ფედერაციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინაშვილი და თარხან მოურავი 4 აპრილს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ვლადიმირ ჯაბაროვს შეხვდნენ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.

"ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა", - თქვა ჯაბაროვმა.

დავით თარხან მოურავის განცხადებით, "პატრიოთა ალიანსი" მხარს უჭერს საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეას.

"მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივად მომგებიანი კავშირების შემდგომი შენარჩუნებისა და განვითარების შესახებ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრაზე დიალოგის გაგრძელება გადაწყდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე