ვიცი, საქართველო რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ ვისურვებდით, გაეძლიერებინა უკრაინისადმი მხარდაჭერა - ლანდსბერგისი

საქართველო, თბილისი - 20:26 | 06.04.2022
ნანახია: 446

პირველ ყოვლისა, მე ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეუძლია. ეს არის მთავარი კითხვა, აკეთებს თუ არა ქვეყანა ყველაფერს, რაც შეუძლია, – ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

ლანდსბერგისის თქმით, მისი ქვეყანა აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია.

შეკითხვაზე, რა უნდა იყოს გზავნილი ნატო-ს პარტნიორებისადმი, მათ შორის საქართველოსადმი, რომელიც ასევე ესწრება მინისტერიალს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა:

"მე ვიცი, რომ საქართველო არის რთულ მდგომარეობაში. ჩვენ ეს გვესმის, თუმცა ვფიქრობ, რომ ბევრი მეგობარი და საქართველოს მოკავშირე ისურვებდა, რომ საქართველოს გაეძლიერებინა დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ", - განაცხადა ლანდსბერგისმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე