მადლობა საქართველო, უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს - უკრაინის უმაღლესი რადა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 07.04.2022
ნანახია: 389

უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს მადლობას უხდის, რუსთაველის გამზირზე გამართული მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსისთვის, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად გაიმართა.

"მადლობა, საქართველო! უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს", - ვკითხულობთ უკრაინის რადას მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს, რომელიც ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას მიეძღვნა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე