ავსტრიამ 4 რუსი დიპლომატი გააძევა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 07.04.2022
ნანახია: 410

დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო, ავსტრია ქვეყნიდან აძევებს 4 რუს დიპლომატს. აცხადებს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

ამ გადაწყვეტილებით, ვენა უერთდება ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, გერმანია, რუმინეთი და სხვები, რომლებმაც მსგავსი ნაბიჯები გადადგეს ბუჩაში სავარაუდო ომის დანაშაულების შემდეგ. მაგრამ ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, ავსტრიას არ უთქვამს, რომ ეს ნაბიჯი უკრაინაში რუსული ძალების მოქმედებებს უკავშირდება.

გაძევებული დიპლომატებიდან სამი მათგანი ვენაში რუსეთის საელჩოში მუშაობს, ერთი კი ზალცბურგში, გენერალურ საკონსულოში.

დიპლომატებმა ავსტრია 12 აპრილამდე უნდა დატოვონ.

მანამდე, რუსი დიპლომატები გააძევეს ევროკავშირმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, დანიამ, შვედეთმა, რუმინეთმა, პორტუგალიამ, საბერძნეთმა, ნორვეგიამ, ლუქსემბურგმა და  ესპანეთმა.

ლიეტუვამ და ლატვიამ, ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა გადაწყვიტეს. შედეგად, რიგამ და ვილნიუსმა რუსეთის ელჩები გააძევეს და მათი ელჩები მოსკოვიდან გამოიხმეს.

რუსეთი აცხადებს, რომ დიპლომატების გაძევებას შესაბამისად უპასუხებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე