დმიტრო კულებასთან შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას - დარჩიაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:57 | 07.04.2022
ნანახია: 468

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ხანმოკლე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან.

"ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მქონდა შესაძლებლობა, ხანმოკლე შეხვედრა გამემართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ", - წერს დარჩიაშვილი "ტვიტერის პირად გვერდზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე