მეტი სანქციები რუსეთს და მეტი იარაღი უკრაინას. ეს ყველაფერი გზაშია - შარლ მიშელი

საქართველო, თბილისი - 19:28 | 08.04.2022
ნანახია: 569

კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა. ის შეშფოთებას გამოთქვამს მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის გამო და აცხადებს, რომ უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება.

"შემაძრწუნებელია რუსეთი მიერ, ერთ-ერთ მთავარ სარკინიგზო სადგურზე საევაკუაციოდ გამზადებული მოქალაქეების წინააღმდეგ შეტევის მიტანა. საჭიროა ქმედება: მეტი სანქციები რუსეთს და მეტი იარაღი უკრაინას. ეს ყველაფერი გზაშია. ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი უკვე დამტკიცებულია" - წერს შარლ მიშელი. 

კრამატორსკში, ოკუპანტების განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 50-მდე გაიზარდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე